KFC-ში კარგად იციან, რომ არაფერი უხდება ერთმანეთს ისე, როგორც გემრიელი საჭმელი და კარგი მუსიკა, ამიტომ ქათმის ფრთების დიდ კალათს თავზე ვინილის ფირფიტა დააფარეს. მომხმარებლებს ქაღალდის ვინილები შეზღუდული გამოშვებით შესთავაზეს და იგი ჩვეულებრივ მუშაობს. არც მუსიკაა უცხო, კლასიკურ სადღესასწაულო სიმღერებს გვთავაზობენ, ოღონდ KFC-ის შტრიხებით, რაშიც თუნდაც ზეთის შეწვის ხმა იგულისხმება…
თითოეული ჩანაწერი სადღესასწაულოდაა მორთული, რითაც არამხოლოდ კოლექციისთვისაა იდეალური, არამედ კარგ მოგონებასაც შემოგინახავთ. იდეა KFC Canada-ს ეკუთვნის, თუმცა არც გლობალურად უშვებენ და არც მაღაზიებში, მათ მისაღებად მეტად ინტერაქციული აქტივობა მოიფიქრეს — 9-დან 16 დეკემბრამდე, კანადელები ინსტაგრამზე წამოწყებულ შეჯიბრში უნდა ჩაერთონ, სარეკლამო პოსტზე დააკომენტარონ და მეგობარი მონიშნონ. გამარჯვებული კი KFC-ის ვინილის მფლობელი გახდება.
აღსანიშნავია, რომ KFC ამ საახალწლოდ მეტად კრეატიული იდეების ავტორად მოგვევლინა, ვინილის ფირფიტის გამოშვებამდე, მათ ქათმის ფრთების სუნის მქონე სანთელი შესთავაზეს მომხმარებლებს, შემდეგ კი საახალწლო საჩუქრებისთვის შესაფუთი ქაღალდი შექმნეს, რომლის ალოკვაც შესაძლებელია…