სახლში გემრიელი საჭმლის სუნი რომ დაატრიალოთ, ახლა მხოლოდ სანთლის ანთება დაგჭირდებათ… KFC-მ Homesick Candles-თან დაიწყო თანამშრომლობა და თავისივე შემწვარი ქათმისა და კარაქის ორცხობილების სურნელი შემოგვთავაზა.
Bucket of Chicken-ის სანთელი KFC-ის საკულტო რეცეპტს წარმოადგენს — შემწვარი ქათმის სურნელს სთავაზობს მომხმარებლებს, რასაც ქონდარი, წიწაკა, ორეგანო, ნიორი და კიდევ მრავალი არომატი ემატება:
Buttery Biscuit-ის სანთელი კი უფრო ტკბილ გამოცდილებას ჰპირდება მათ თაფლისა და გამომცხვარი ფქვილის სურნელით, რასაც უკვე კარამელის, კარაქისა და მარილის სუნიც ერწყმის:
რაც შეეხება ფასებს, თითოეული 34.95$ ღირს და მისი შეძენა KFCShop.com-ზეა შესაძლებელი. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება, KFC-მ Bucket of Chicken-ის მანქანის სურნელიც გამოუშვა: