ბავშვობის მარწყვის კბილის პასტის გემო, ალბათ, ყველას გახსოვთ, ხან რომ შემოგვეჭმებოდა კიდეც… ახლა კი სწორედ ამას აქცევენ მთავარ პროდუქტად KFC Spain და Licor del Polo Junior, ესპანეთში ნომერ პირველი ბრენდი საბავშვო კბილის პასტების წარმოებაში. რომ არ დაგაბნიოთ, პირდაპირ გეტყვით, KFC-მ ნაყინი ყველაზე პოპულარული კბილის პასტის გემოთი შექმნა.
უფრო ზუსტად, მარწყვის კბილის პასტის გემო ნაყინზე დატანილ სიროფს აქვს. ფასი 3 ევროდან იწყება და მომხმარებლებს მისი ყიდვა ქილის, ჭიქისა თუ შეიკის ფორმატში შეუძლიათ.

რაღა თქმა უნდა, ეს ნაყინი სტომატოლოგებისთვის არ არის განკუთვნილი და საქმეც ამაშია. თუმცა შემოქმედებით კამპანიაში იუმორისტულად ასახეს სლოგანი: „10-დან 9 სტომატოლოგი გირჩევთ მას“…
როგორც PS21-ის ასოცირებულმა კრეატიულმა დირექტორებმა, ალფონსო მორენომ და რუბენ კაჯამ აღნიშნეს, KFC Spain-ისა და Licor del Polo Junior-ის დამეგობრებით ბავშვობის ოცნება აისრულეს და, შედეგად, უკვე კბილის პასტის საყვედურების გარეშე ჭამა შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ ბრენდისგან ეს ამბავი სულაც არ არის უჩვეულო, რადგან მანამდე კბილის პასტა ქათმის გემოთი გამოუშვა, კიდევ უფრო სანთელი ქათმისა და ორცხობილების სუნით, ამიტომ ნაყინი კბილის პასტის გემოთი ლოგიკურ გაგრძელებად უნდა ჩავთვალოთ.












