in

KFC-მ Drive-Thru ვირტუალურ სარბოლო ტრასად გადააქცია

ერთი შეხედვით არანაირი კავშირი აქვს სწრაფ კვებასა და სწრაფ მანქანებს, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არც KFC ფიქრობს და არც Xbox. ეს იდეა მომხმარებლებისთვისაც რომ დაემტკიცებინათ, ესპანეთში Drive-Thru-სთვის განკუთვნილი ხაზები მაღალსიჩქარიან ვირტუალურ ტრასებად აქციეს და პოპულარული სარბოლო თამაში Forza Horizon 5-ის ფარგლებში სახალისო კამპანია წამოიწყეს.

BOG

პროექტის ფარგლებში ესპანეთის დიდ ქალაქებში არსებული KFC-ის რესტორნები დაასკანერეს, შემდეგ კი თანამგზავრული და ტოპოგრაფიული მონაცემების საფუძველზე 15 რთული მოსახვევისა და განლაგების ტრასა შემოგვთავაზეს. თუმცა, ეს უბრალოდ კოპირება არ ყოფილა, ისინი Forza Horizon 5-ის ტრასებს მოარგეს, რათა მოთამაშეებისთვის drive-thru-თი შთაგონებული გამოცდილება შეეთავაზებინათ.

PS21-ის მონაცემებით, თამაშის ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვის შემდეგ, ვირტუალურმა კურსმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა — 15 000-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა და 72 მილიონზე მეტი ჩვენება დააგროვა, რითაც მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად ნათამაშებ კონტენტად იქცა. 

და თუ კამპანიის წარმატებაზე ვსაუბრობთ, რეალური გამარჯვებული უნდა ვახსენოთ — არსებული ინფორმაციით, KFC Spain-მა Drive-Thru-ს შეკვეთების 700%-იანი ზრდა ნახა! კამპანიის მიზანიც სწორედ ეს იყო, გაეზარდათ მოთხოვნა Drive-Thru-ზე, რომელიც ყოველწლიურად იკლებდა… 

მეტიც, ასე გვაჩვენეს, როგორ შეიძლება იქცეს გეიმინგი და რეალური დროის მონაცემები ბრენდის მიმზიდველ გამოცდილებად.

ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კონცეპტში

Talkpal – ქართული AI სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე სწრაფ ზრდას აგრძელებს!