in ,

KFC–ის დახმარებით აღმოჩენილი ტელეპათიის უნარი

ტელეპათია სწორედ ის ძალაა, რომლის ქონასაც ადამიანთა უმრავლესობა მთელი გულით ისურვებდა. KFC–მ ბევრის ოცნების ასრულება გადაწყვიტა და სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის ჟანრის ფილმებში ნანახი ეს პარაფსიქოლოგიური ფენომენი რეალობად აქცია, თანაც, გემრიელ რეალობად. 

BOG
BOG

 

ბრენდმა თავისი ახალი პროდუქციის მომხმარებლისთვის გასაცნობად ნამდვილად ძალიან უჩვეულო და კრეატიულ გზას მიმართა. დიდ სავაჭრო ცენტრში დაიდგა KFC–ს სტენდი, სადაც ბრენდის წარმომადგენელი გამვლელებს ჯერ უამრავი უაზრო კითხვით გონებას ურევდა, ხოლო შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობდა. ყველაფერი ძალიან მარტივი იყო, სპეციალური თავზე დასამაგრებელი აპარატისა და სრული კონცენტრაციის საშუალებით, მომხმარებელს მოშორებით მდგარი KFC–ის ყუთი უნდა გაეხსნა. წესები მარტივია, გონების 100 %–ით მობილიზება კი არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. თუმცა, იღბლიანებიც გამოჩნდნენ, საკუთარ თავზე გამოსცადეს ტელეპათიის საოცრება და ბევრი არაჩვეულებრივი საჩუქარიც მიიღეს.

#თაობა: Micro Bax – „თითო უარი ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რომ უკეთესი მუსიკა ვაკეთო“

rugbystore.ge – პირველი ონლაინმაღაზია რაგბის გულშემატკივრებისთვის