11
Jan
2019

ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დაასახელეს

11 Jan 2019

Tasteatlas-ის რეიტინგში ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა. „ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მას გამდნარი ყველით, კვერცხით, კარაქითა და ფქვილით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. იმერული და აჭარული ხაჭაპური ყველაზე გავრცელებულია“, – ვკითხულობთ Tasteatlas-ზე, ხაჭაპურის აღწერაში.

Tasteatlas გლობალური ვებგვერდია, სადაც მსოფლიო რუკაზე 5 ათასზე მეტი კერძი, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით არის წარმოდგენილი. მისი მიზანია „ადგილობრივი“ სამზარეულოს პოპულარიზაცია ტურისტებსა და გურმანებში, ასევე, მათი ინფორმირება, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებისა და ინგრედიენტების შესახებ. Tasteatlas პერიოდულად აქვეყნებს მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს.

განხილვა