ხალიკ ბანკი საქართველოში 2008 წლიდან ოპერირებს. ყაზახური ბანკი საქართველოს ფინანსურ სექტორში სანდო და სტაბილურ აქტორად ჩამოყალიბდა. ამჟამად მისი ფილიალები თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მდებარეობს.
ხალიკ ბანკი ემსახურება როგორც საცალო, ისე ბიზნეს სექტორს და მომხმარებელს საბანკო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს – მათ შორის ფულადი გადარიცხვების მომსახურებასა და დისტანციურ ბანკინგს.
ხალიკ ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თაკო ჟღენტის თქმით, ბრენდის ზრდა განპირობებულია ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით და ინოვაციების ერთგულებით.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს პერსონალიზებულ მომსახურებებს ვთავაზობთ. შედეგად, ბანკსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა უფრო მყარი ხდება, რაც თავის მხრივ, ზრდის ერთგული კლიენტების რიცხვსაც.” – საუბრობს თაკო ჟღენტი.
ხალიკ ბანკ ყაზახეთი შუა აზიის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომლის აქტივებიც $35 მილიარდს აჭარბებს და მისი უპირატესობა, სწორედ სტაბილურობიდან და რეგიონში ყველაზე დიდი კაპიტალის არსებობიდან გამომდინარეობს.
„საერთაშორისო, ძლიერი ჯგუფის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შევთავაზოთ სანდოობა და უსაფრთხოება ნებისმიერ სერვისში.” – აღნიშნავს თაკო ჟღენტი.
სულ ახლახანს, ხალიკ ბანკმა ბრენდის განახლებული პლატფორმა წარადგინა, რომლის მთავარი ფოკუსი „პარტნიორობაა”. ეს მიდგომა ასახავს ისტორიულ და კულტურულ კავშირებს ყაზახეთსა და საქართველოს შორის და მიზნად ისახავს ამ ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
16 წელია, რაც ხალიკ ბანკი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ჩვენი და მომხმარებლის მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა დგას პარტნიორულ, მეგობრულ ურთიერთობაზე. ვფიქრობ, ბევრი სათქმელი დაგვიგროვდა და ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებით კიდევ უფრო მეტ ერთგულ მომხმარებელს შევიძენთ.” – ამბობს თაკო ჟღენტი.
სამომავლოდ, ხალიკ ბანკი საქართველოში გეგმავს განახლებული საბანკო პროდუქტებისა და ინიციატივების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებს.
„ვგეგმავთ, აქტიური მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში მომხმარებლებს გავაცნოთ ისეთი საბანკო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკონკურენტოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მჯერა, რომ მომდევნო წელს საბანკო ბაზარზე ხალიკ ბანკი საქართველოს რეიტინგის მაჩვენებლები კიდევ უფრო პოზიტიურად შეიცვლება.”
[პარტნიორის კონტენტი]