in

თბილისი Khan Academy-ს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს!

16-17 სექტემბერს, თბილისში, პირველად ჩატარდება Khan Academy-ის საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები არიან Educare Georgia და Khan Academy-ის სათაო ოფისი. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ეწვევიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ვინც თავიანთ ქვეყნებში უწევს ორგანიზებას ხანის აკადემიის ლოკალიზაციის, თარგმნის, პოპულარიზაციისა და სწავლებაში დანერგვის პროცესს. 11 ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება 25 მონაწილე, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან. დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლების ჩართვა ვორქშოპებში ონლაინ რეჟიმში მოხდება.

BOG
BOG

კონფერენციის მთავარი მიზანია ხანის აკადემიის ლოკალიზაციასთან დაკავშირებული წინაღობების მოგვარება. მაგალითად, როგორ იყოს სასწავლო მასალები არამხოლოდ ნათარგმნი, არამედ ენობრივად ადაპტირებული. ასევე სამომავლო გეგმების დასახვა და ერთმანეთში გამოცდილების გაზიარება.

ასეთი კონფერენცია მესამედ ტარდება. 2016 წელს ჩატარდა ბულგარეთის დედაქალაქში, სადაც ქართულმა გუნდმა, ხანგრძლივი ონლაინ თანამშრომლების შემდეგ, პირადად გაიცნო ხანის აკადემიის წარმომადგენლები და სხვა ქვეყნების გუნდები. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი, Ernst & Young საქართველო, ფაბრიკა და იმპაქტ ჰაბი.

მედია პარტნიორები ON.ge და Marketer.ge.

კონფერენცია დახურულია გარე აუდიტორიისთვის. თუმცა, მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ ერთ საჯარო გამოსვლას, რომელიც 18 სექტემბერს ჩატარდება Fabrika-ს საკონფერენციო დარბაზში, 5 საათზე. თემა: “ციფრული რევოლუცია სასკოლო განათლებაში”.

მომხსენებლები:

Jake Goldwasser – პედაგოგი და ლოკალიზაციის სპეციალისტი. ფულბრაიტის სტიპენდიანტი – სატერლენდის ფრიზული ენის სწავლება და კვლევა. ხანის აკადემიის ლოკალიზაციის ხელმძღვანელი.

Julian Harty – საგანმათლებლო ტექნოლოგიის და ღია კოდის გამავრცელებელი, საგანმათლებლო ტექნოლოგიის ექსპერტი, კომპიუტერული მეცნიერი.

Lech Mankiewicz – მეცნიერი, პროფესორი და პედაგოგი. პოლონეთის მეცნირებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ცენტრის დირექტორი. პოლონური ხანის აკადემიის მხარდამჭერი. ციფრული განათლების ენთუზიასტი.

Apple Watch-თან სმარტფონის დაკავშირება საჭირო აღარ არის! – ბრენდის ბოლო პროდუქტი გაუმჯობესებული ფუნქციებით

როგორ გადავიღოთ ძაღლთან ერთად კარგი სელფი? – Pedigree-ს საიდუმლო