in

ღვინო, როგორც საკრალური სითხე – „მეღვინეობა ხარებას“ ბრენდინგი „ლივინგსტონისგან“

სააგენტო „ლივინგსტონმა“ ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ ბრენდინგსა და შეფუთვის დიზაინზე იმუშავა. კომპანია უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული და ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე მუშაობს როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით… ასე აწარმოებს 50 დასახელების ღვინოს.

BOG
BOG

მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დავდექით, იყო ისეთი ბრენდინგისა და შეფუთვის დიზაინის შექმნა, რომელიც ერთი ვიზუალის ქვეშ გააერთიანებდა 50 დასახელების ღვინოს – ქართული ტრადიციული კულტურული ელემენტებისა და მატერიალების გამოყენებით.

ლოგოს დიზაინისთვის, კომპანიის სახელწოდებიდან გამომდინარე – „ხარება“, ღვინის საკრალური მნიშვნელობა რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო, „ლივინგსტონმა“ უკვე არსებული კონცეპტი დახვეწა – სულიწმინდა მტრედის სახით, რომელსაც ვაზის ფოთოლი მოაქვს.

რაც შეეხება „მეღვინეობა ხარებას“ პრემიუმ კატეგორიის წყნარ და ცქრიალა ღვინოებს, ამ შემთხვევაში, სააგენტომ ღვინის პრემიუმ ხარისხის ხაზგასასმელად, მუქი და ოქროსფერი ელემენტები გამოიყენა.

ბრენდინგის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Credits:
Agency: Leavingstone
Art Director: Nick Kumbari
Creative Director: Giorgi Avaliani
Graphic Designer: Anuki Koniashvili
Illustrators: Anuki Koniashvili, Sandro Laliashvili
Logo Designers: Sandro Laliashvili, Gio Bregvadze
Font Designer: Akaki Razmadze
Project Managers: Mariam Kenkra Surmava, Catherine Toujours Meparidze, Anno Maisuradze

Samsung Galaxy S10 სმარტფონები უკვე საქართველოშია!

„ჩუ“ – სამაგიდო თამაში, რომელიც ჟესტურ ენას გვასწავლის