in

12 გზა, თუ როგორ შექმნათ ხარისხიანი ტრაფიკი თქვენს Ecommerce პლატფორმაზე

ბიზნესისა და ინდუსტრიის უმეტესობა ცვლილებას განიცდის და არც და ელექტრონული კომერციის ინდუსტრია არის გამონაკლისი. მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკა და განსხვავებული ტექნოლოგია, ინდუსტრია მზად უნდა იყოს განვითარებისთვის. რატომ არის ხარისხიანი ნაკადი (ტრაფიკი) მნიშვნელოვანი? ის ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, შესაბამისი და ხარისხიანი ტრაფიკის შეძენა სწორი მომხმარებლებისგან უნდა იყოს ნებისმიერი ვებგვერდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

საძიებო სისტემის ოპტიმიზებული კონტენტი

მომხმარებლები მუდმივად ეძებენ პროდუქტებსა და სერვისებს საძიებო სისტემებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მათ საჭიროებებს. საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) შეიძლება იყოს ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, საიტის რუკიდან მეტა აღწერილობამდე და საკვანძო სიტყვებამდე.

კონტენტ მარკეტინგი და სოციალური მედიის მარკეტინგი

თქვენს ვებგვერდზე სასურველი მომხმარებლების მოზიდვისთვის კონტენტ მარკეტინგის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც წესი, კონტენტ მარკეტინგი გრძელვადიანად ეფექტური კონტენტის შექმნაა, როგორიცაა ბლოგები, სახელმძღვანელოები, აღწერილობები, ვიდეოები და ინტერაქტიული კონტენტი. თუმცა, თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის რეგულარულად საკითხავი საინფორმაციო კონტენტის წარმოებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ტრაფიკს მოკლე ვადაში.

ფასიანი ტრაფიკი

ფასიანი რეკლამები კიდევ ერთი ეფექტური გზაა ელექტრონული კომერციის ვებგვერდზე ხარისხიანი ტრაფიკის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ SEO პრაქტიკა დროთა განმავლობაში ორგანულ ტრაფიკს აგენერირებს, ფასიან რეკლამას შეუძლია უფრო სწრაფი შედეგების მიღებაში დაგეხმაროთ. ამ გზით, ბიზნესს შეუძლია თვალყური ადევნოს მომხმარებელთა ყიდვის ჩვევებს და მიაწოდოს პერსონალიზებული კონტენტი.

Email მარკეტინგი

პერსონალიზებული და მიზანმიმართული იმეილ დაგზავნა, ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც თანდართულია საინტერესო ინფოგრაფიკა და სქემები, შესანიშნავი გზაა კვალიფიციური ლიდების მოსაგროვებლად.

იმისათვის, რომ იმეილ სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდეს, აუცილებელია ელ.ფოსტის სიის კურირება თქვენი არსებული და პოტენციური ლიდებით, რომლებიც თქვენი ვებსაიტის კონტენტს გაეცნობიან.

UX/UI

ვიზუალურად სასიამოვნო ინტერფეისითა და მომხმარებლის გაუმჯობესებული გამოცდილებით, ვებგვერდების დაახლოებით 67% სწრაფად იძლევა უკეთეს შედეგებს. UI-სა და UX-ის დახვეწა შეიძლება მოიცავდეს მუშაობას ბევრ ელემენტზე, როგორიცაა ფერადი სქემები, ციფრული ესთეტიკა, საგანმანათლებლო გრაფიკა, მარტივი ნავიგაცია და გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე.

UX-ისა და UI-ის გაძლიერება ჭკვიანური შესაძლებლობაა თქვენი ecommerce პლატფორმისთვის, მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა და ვიზიტორებს სასიამოვნო სანავიგაციო გამოცდილება შეუქმნას.

რეფერალური სისტემა

მყარი რეფერალური, აფილირებული ან წახალისების პროგრამა ეფექტური გზაა თქვენი არსებული აუდიტორიის სტიმულირებისა და მათი გამოყენების ბერკეტების მოსაძებნად ახალი პოტენციური მომხმარებლების მიზნებისთვის. რეფერალური სისტემის ჩამოყალიბების ეს პროცესი ასევე ეხმარება მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდას. Ecommerce ბიზნესი ონლაინ სივრცეში სანდოობით და ხილვადობით იზრდება. კარგად შემუშავებული რეფერალური სისტემა მოიზიდავს ხარისხიან მომხმარებლებს, რაც გაყიდვების ზრდაზე იქონიებს გავლენას.

AR & VR

მრავალი მიზეზის გამო, Augmented Reality (AR) და Virtual Reality (VR) ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მომგებიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა. ის მრავალმა ინდუსტრიამ გამოიყენა – მაკიაჟის სალონები, ავეჯის მაღაზიები, ელექტრონული კომერციის ბრენდები. ამ სერვისების დანერგვა ყველა სექტორს შეუძლია. მომხმარებლებს შეუძლიათ ექსპერიმენტები და უკეთესი ყიდვის გადაწყვეტილებების მიღება, რითაც გაზრდის კონვერტაციის მაჩვენებელს.

AI ხმოვანი ძებნა

ხმის ამოცნობის პოპულარობა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა. ამან განაპირობა ხმაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტების გამოჩენა, როგორიცაა Siri, Alexa, Google Home და ა.შ.

იმის გამო, რომ ძიებათა 20% ხმის საშუალებით ხდება, ხმოვანი ძიების გლობალურ ბაზარს, რომელიც ამჟამად 3.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 2024 წლისთვის 37 მილიარდ დოლარამდე მიღწევის პოტენციალი აქვს.

ხმოვანი ძიების ტექნოლოგიის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გაყიდვების სწრაფ ზრდას. ხმოვანი ძიების გამოყენებით, გაყიდვებმა დაახლოებით 25%-ით იმატა, რის შედეგადაც 50%-ით გაიზარდა კონვერტაციები. გარდა ნავიგაციისა და გამოყენების სიმარტივისა, ხმაზე დაფუძნებულმა ტექნოლოგიამ მომხმარებელს საშუალება მისცა, შეასრულოს უამრავი დავალება ეკრანის გამოყენების გარეშე.

უთავო ელ.კომერცია

ელექტრონული კომერციის ინდუსტრია დაჩქარებულ ცვლილებას გადის. ტემპის ზრდა განსაკუთრებით გლობალური პანდემიის შემდეგ შეინიშნება. ტრადიციული ელექტრონული კომერციის პრაქტიკა ნელ-ნელა იკლებს და მის ადგილს „უთავო“ ecommerce იკავებს, რაც ბიზნესს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. მისი არქიტექტურა მოიცავს ფუნქციების უფრო სწრაფ ინტეგრაციას, მრავალარხიანი პროცესის გაუმჯობესებას, სმარტფონების მიმართ მოქნილობას, ექსპერიმენტულ მარკეტინგსა და კონვერტაციის გაზრდას.

გარდა იმისა, რომ მხოლოდ ტექნიკურად ხელსაყრელია, უთავო ელექტრონული კომერცია ასევე ეხმარება საწარმოებს შეამცირონ ფაბლიშინგის ხარჯები და დაზოგონ დრო მისი მარტივი ფუნქციონირებიდან გამომდინარე, რომელიც არ საჭიროებს მაღალი დონის დეველოპერების გუნდს.

თაღლითობისგან დაცვა და უსაფრთხოება

ტექნოლოგიაზე ძლიერ დამოკიდებულებას ასევე თან ახლავს უფრო უსაფრთხო პროცესებისა და ტრანზაქციების საჭიროება. თაღლითობის მენეჯმენტი გახდა აუცილებელი ნაწილი კიბერ საფრთხეებისგან დასაცავად. ციფრულ ეპოქაში, პროგრესთან ერთად, ელექტრონული კომერციის თაღლითობები სულ უფრო ხშირია.

თაღლითები ხშირად ახორციელებენ დაბალი ღირებულების ტრანზაქციებს ბარათის შესამოწმებლად. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათზე ყურადღების მიქცევას. სოციალურ მედიაში ვინაობის გადამოწმება, ასევე შეიძლება გამოგადგეთ თაღლითის იდენტიფიცირებისთვის.

სწრაფი მიწოდება და მდგრადობა

ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის აქტუალობიდან გამომდინარე, მომხმარებლები უფრო მეტად არიან ინფორმირებული ბრენდების/კომპანიების შესახებ, ჯერ კიდევ, შესყიდვის დაწყებამდე. აქედან გამომდინარე, კომპანიებსა და ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ შესყიდვის შემდგომი აქტივობები. მომხმარებლები ელიან უფრო სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

მყიდველები დღეს უფრო მეტად აცნობიერებენ გარემოს, ვიდრე ოდესმე. იგნორირებული ბიზნეს პრაქტიკის მიმდინარე შედეგების გამო, მყიდველებს სურთ მეტი იცოდნენ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მათმა შესყიდვებმა პლანეტაზე. Nielsen-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ყიდვის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ონლაინ შეკვეთის დროულად და უსაფრთხოდ მიტანაა. ამას გარდა, მომხმარებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეფუთვის მდგრადობას, მის გადამუშავებადობას და მწვანე გადაწყვეტილებას.

ფასდაკლებები და შეთავაზებები

შესაძლოა, პოტენციურ მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში ფასდაკლება ან სპეციალური შეთავაზება დაეხმაროს. ამგვარად, მერყევი მომხმარებლის მოზიდვას შეძლებთ. რეკლამის მსგავსად, ფასდაკლება და აქციაც ინვესტიციაა საქმეში. ამიტომ კონცენტრირდით ონლაინ მაღაზიაში ახალი მომხმარებლის მოპოვებაზე და მათ შენარჩუნებაზე.

 

წყარო: martech

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ — ერთი დღე ფინიშამდე  

სმარტ აკადემია – „ლიდერი აკადემია საგანმანათლებლო სფეროში“