თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, ხატია გრემელაშვილი მუშაობას FOX Entertainment-ში დაიწყებს. იგი კომპანიას ზაფხულიდან შეუერთდება Business Operations and Strategy MBA Intern პოზიციაზე, უშუალოდ მათ streaming პლატფორმა Tubi-ზე.
როგორც იცით, Fox Entertainment ამერიკული სატელევიზიო მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2019 წელს Walt Disney Company-ის მიერ ჩამოყალიბდა — მას შემდეგ, რაც Walt Disney Company-მ 21st Century Fox შეისყიდა.
ხატიას შემოთავაზება Amazon-დანაც ჰქონდა პროდუქტის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. თუმცა, მან არჩევანი FOX Entertainment-ზე გააკეთა, რადგან ამ ეტაპზე მისთვის entertainment-ის სფერო უფრო პრიორიტეტულია.