in

„არგვანი“ – ხატია ჯახუას მეღვინეობა და ისტორიულ-კულტურული თავგადასავალი მარტვილში

მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ

მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლაუვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

რაჭალეჩხუმიდან, მეღვინე ქალთა კვალდაკვალ, სამეგრელოში გადაინაცვლებთ. აქ, სოფელ აბედათში, მარტვილის ცენტრიდან ცხრა კილომეტრში, ხატია ჯახუას მეღვინეობაარგვანსესტუმრებით. მარნამდე გზას მარტივად გაიგნებთ.

არგვანისმეღვინეობას რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, თუმცა ოჯახი მევენახეობას დიდი ხანია მისდევს. აქ მუდამ იმართებოდა რთველი, ღვინო კი საწნახელში იწურებოდა. ხატიამ, ძმასთან ერთად, მივიწყებული ტრადიცია რეალობად აქცია. ვენახი ხელახლა გააშენა და სრულიად ახალი მარანი ააგო. ვენახის ძირითადი ნაწილი ვაზის მეგრულ ჯიშებს, ოჯალეშსა და ჭვიტილურს უჭირავს. მეღვინე ქართული და ევროპული ვაზის კუპაჟებსაც ქმნის.

ღვინის დეგუსტაციაზე ხატია გემრიელი სადილითაც გაგიმასპინძლდებათ. არჩევანი მრავალფეროვანია. მეგრულ სამზარეულოში ვეგეტარიანულ კერძებსაც შეარჩევთ

პროფესიით მხატვარი მასპინძელი ქართული ორნამენტების ხატვას გასწავლით და გულდასმით აგიხსნით იმ დეტალების ისტორიულ მნიშვნელობას, რასაც შემოგარენში ნანახ ისტორიულ ძეგლებზე შენიშნავთ

 „არგვანშისტუმრობისას მარტვილის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობით. აქ მდებარეობს აბედათის ციხესიმაგრე, საიდანაც იმერეთისა და სამეგრელოს ხედი იშლებაშთამბეჭდავია მარტვილის მონასტერი შუასაუკუნეების ქართული ფრესკებით, მარტვილის დაცული ტერიტორიები. სულ რაღაც 20 კილომეტრშია  ნოქალაქევიისტორიული ციხე-ქალაქი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით, VIII-VII საუკუნეებშია აგებული.

მეღვინეობა „არგვანში“ თემატური ექსკურსიების სერვისსაც შემოგთავაზებენ. 

მეღვინე ქალთა ტურის კვალდაკვალ მრავალი საინტერესო და დაუვიწყარი გამოცდილება გელით. მონათხრობს ყოველთვის საკუთარი თვალით ნანახი და პირადად განცდილი სჯობს. იმოგზაურეთ და ისიამოვნეთ დაუვიწყარი მასპინძლობით!

Bolt Georgia-მ აპლიკაციაში ახალი Premium Plus კატეგორია დაამატა

შესაძლოა, პარკინსონი FDA-ის მიერ დამტკიცებული კიბოს წამლით განიკურნოს