in

„ხატია კომუნიკაცია” წიგნის საერთაშორისო დღეს სპეციალური კამპანიით შეუერთდა

პიარ სააგენტო „ხატია კომუნიკაცია” იწყებს კამპანიას #წიგნიგვაძლიერებს, რომელიც 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს ეძღვნება და წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

bog
bog-mob

„კამპანიის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილ ჯგუფში, „წიგნი გვაძლიერებს” გაიმართება კონკურსი. ყველას, ვისაც სჯერა, რომ წიგნი გვაძლიერებს, ვთხოვთ, შემოგვიერთდეს და ერთად მოვახდინოთ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაცია”, – ამბობს „ხატია კომუნიკაციას” დამფუძნებელი, ხატია ოძელაშვილი.

მისივე თქმით, კამპანიაში მონაწილეობისათვის, მსურველები ჯგუფს 23 მაისამდე უნდა შეუერთდნენ და რჩეულ წიგნზე კრეატიული ვიდეო, სურათი ჩანაწერით ან ესსე გამოაქვეყნონ ჰაშთაგით #წიგნიგვაძლიერებს. გარდა ამისა, Facebook-ის საკუთარი გვერდის „ქავერზე“ უნდა განათავსონ კონკურსის ბანერი.

„#წიგნიგვაძლიერებს დასრულდება დაჯილდოების ღონისძიებით, რომელზეც მოწვეულები იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ავტორები და აქტიურად იქნებიან ჩართული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები. კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა წიგნების 200 ლარიანი ვაუჩერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსი. გარდა ამისა, მონაწილეებს ელით სხვა პრიზებიც“.

კამპანიის #წიგნიგვაძლიერებს მიზანია წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაცია. 

„პიარ სააგენტოში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე მუშაობა. „ხატია კომუნიკაცია” არ არის ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი, არამედ არის მცდელობა, საკუთარი ძალებით, პროფესიონალიზმით შევცვალოთ ჩვენი გარემო. წიგნების და კითხვის პოპულარიზაცია ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. #წიგნიგვაძლიერებს კამპანია სწორედ ამას ემსახურება”, – ხატია ოძელაშვილი.

[R]

საიდუმლოებით მოცული თბილისელი მილიონერი, ქველმოქმედი და ანტრეპრენუარი XIX საუკუნიდან! – მელიქ-აზარიანცის ბიზნეს ისტორია

5 ოქრო „მფრინავ ჰამაკს“ – ქართული სააგენტოები საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე White Square