in

„JTI-ის კულტურა ყველაზე უკეთ მის თანამშრომლებში ჩანს და ეს პირველსავე გასაუბრებაზე მკაფიოდ ვიგრძენი“ – ხათუნა გორგილაძის კარიერული გზა JTI-ში

ხშირად მიფიქრია ისეთი სამსახურის პოვნაზე, სადაც თავს ბედნიერად და რეალიზებულად ვიგრძნობდი. მაინტერესებდა, მემუშავა საერთაშორისო კომპანიაში, კარგ გარემოში, მეგობრულ კოლეგებს შორის, სადაც კარიერული ზრდაც მექნებოდა.

პროფესიით ფინანსისტმა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბანკში დავიწყე მუშაობა. თუმცა, არ მტოვებდა იმედი, რომ ერთ დღესაც ისეთ კომპანიაში მოვხვდებოდი, როგორიც ზემოთ აღვწერე. JTI-ზე არაფერი ვიცოდი, სანამ ერთხელაც, ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქ მუშაობდა, არ მითხრა, რომ  ვაკანსია გამოცხადდა და შემეძლო ძალები მომესინჯა. საუკეთესო რეკომენდაციაც გამიწია და გარემოს შესახებ მომიყვა. ვაკანსია მარკეტინგულ განყოფილებაში იყო

ჩემი CV განიხილეს, გავიარე ტესტირების ორი ეტაპი. ბოლოს, მოვხვდი გასაუბრებაზე სადაც უშუალოდ, მენეჯერი მესაუბრა, რაც ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ჩემთვის. სწორედ აქ დავინახე, რომ სამსახურში აყვანისას მხოლოდ დამსაქმებელი კი არ სვამს კითხვებს, არამედ, დასაქმებულიც და მას გულისყურით უსმენენ. ვფიქრობ, კომპანიის კულტურა ყველაზე უკეთ მის თანამშრომლებში ჩანს და ეს მაშინ, პირველ გასაუბრებაზე მკაფიოდ ვიგრძენი. საუბარი ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდა, მაგრძნობინებდნენ, რომ მხოლოდ მათ კი არ უნდა ავერჩიე, მეც უნდა ამერჩია ისინი. დეტალურად გავიარეთ ჩემი მოვალეობები და ყოველდღიური საქმიანობა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი პროფესიით არ მიწევდა დასაქმება, მივხვდი, კარგი გამოწვევა იქნებოდა და გამოცდილება კარიერის საწყისი ეტაპისთვის და მივხვდი, რომ სწორედ აქ მინდოდა მემუშავა და საბედნიეროდ, ეს დამოკიდებულება ორმხრივი აღმოჩნდა

კომპანიასთან და კოლეგებთან ადაპტირება ძალიან სწრაფად მოხდა, რაშიც ძალიან დამეხმარა კომპანიის მიდგომაეწყობოდა ხოლმე სხვადასხვა დეპარტამენტის დღეები. ეს იყო სიმულაცია, რომლის ფარგლებშიც იმ განყოფილების როლები უნდა მოგვერგო. ამ გზით, ბევრად უკეთ ვაცნობიერებდით, რა საქმის შესრულება უწევდათ და უკეთესი ურთიერთგაგება გვიყალიბდებოდა.

დაახლოებით, 6 თვის მისული ვიყავი, როდესაც დამატებითი სამუშაო შემომთავაზეს, მარკეტინგ კოორდინატორის პოზიციაზე. ამის შემდეგ, სავაჭრო მიმართულებით გადავინაცვლე, თუმცა, სულ მინდოდა ფინანსების კუთხით მემუშავა. ერთი შეხედვით, საკმაოდ უჩვეულოც იქნებოდა, მარკეტინგის დეპარტამენტიდან ჩემი ფინანსებში გადასვლა, ეს იყო მიზანი და ვხედავდი ამის შესაძლებლობას. ვერთვებოდი ისეთ პროექტებში სადაც შემეძლო პოტენციალის გამოჩენა და ჩემი კოლეგები და უშუალო ხელმძღვანელები ამაში მუდმივად ხელს მიწყობდნენ. შემდეგი დიდი ნაბიჯი მიზნამდე იყო შესყიდვების დეპარტამენტი სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი დამატებითი უნარი შევიძინე რაც სამსახურეობრივი საქმიანობის გარდა, ყოველდღიურობაშიც მეხმარებახოლო ეხლა ვარ იქ სადაც კომპანიაში მოსვლის დღიდან მქონდა დიდი სურვილი მემუშავა, ეს სურვილი და მონდომება შეუმჩნევლად არ დაუტოვებიათ ადამიანებს ვინც ჩემი კარიერული წინსვლისთვის ჩემსავით ზრუნავენ. და ვიცი რომ JTI ში ეს მხოლოდ დასაწყისია…  

ხათუნა გორგილაძე – JTI ფინანსური დაგეგმარებისა და ანალიტიკის სპეციალისტი

კვლევა – რატომ ამოგვდის სიბრძნის კბილები ზრდასრულ ასაკში?

Facebook ფუნქცია Unfollow Everything-ს კრძალავს!