in

რამდენად გვეხმარება ხატვა კონცენტრირებაში?

M2
M2

გამუდმებით იმდენ ინფორმაციას ვიღებთ, რომ ჩვენი ტვინი მის გადამუშავებასაც ვერ ასწრებს. ამიტომ, სამყაროს არსებული შაბლონებით ვავსებთ. ის, რასაც ვხედავთ, ჩვენივე მოლოდინებია. ილუსტრატორი და გრაფიკული ჟურნალისტი ვენდი მაკნოთონის თქმით, ხატვა ზუსტად ის არის, რაც ყველას დაეხმარება, შეანელოს სვლა, ყურადღებითაც დააკვირდეს და ერთი-მეორეს დაუკავშიროს.

აქ პატარა ხრიკის გამოცდასაც გვირჩევს — აიღეთ ხელში ფანქარი, ფურცელი და დახატეთ თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი ისე, რომ არც ფანქარი აიღოთ ფურცლიდან და არც ნახატს დახედოთ. უბრალოდ ამ ადამიანს დააკვირდით და დახატეთ ის, რასაც ხედავთ. ალბათ, ფიქრობთ, რომ ძალიან ცუდი გამოვა და ეს, დიდი ალბათობით, ასეც იქნება, მაგრამ აქ მთავარი სხვა მშვენიერებაა: თქვენ იმას დახატავთ, რაც დაინახეთ და არა იმას, რასაც ამ სახეზე ფიქრობთ. ასე ადამიანები იშვიათად იქცევიან — იშვიათად ამყარებენ თვალით კონტაქტს, იშვიათად ჩერდებიან, ყურადღებას ამახვილებენ, აკვირდებიან და საშუალებას აძლევენ სხვას, თავადაც დააკვირდნენ…

მაკნოთონი DrawTogether-ის შესახებაც გვიყვება. პანდემიის დროს გადაწყვიტა ინსტაგრამით ბავშვებისთვის ხატვა ესწავლებინა. თუ თავიდან 100 ბავშვის დასწრებას მოელოდა, ეს რიცხვი 12 000-ამდე ავიდა, შემდეგ 14 000-ამდე, 5 წუთი და 5 დღე 20 წუთად და 5 დღედ გადაიქცა, ყველა მოწადინებული იყო რომ ესწავლა, როგორ იხატებოდა ძაღლი, ხე… ისინი საუბრობდნენ ხაზებსა და ფორმებზე, სწავლობდნენ სხვადასხვა პერსპექტივას, განათებებსა თუ ჩრდილებს, თუმცა აქ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ისინი გლობალური კატასტროფის ერთად დაძლევას ცდილობდნენ. 

ამგვარად, ხატვა გვანელებს, ჩვენი ხელებით ყურადღების გამახვილებისკენ გვიბიძგებს იმ საკითხებზე, რომლებსაც ხშირად ვაიგნორებთ, განზრახ თუ უნებლიედ. თანაც კვლევებმაც აჩვენა, რომ ხატვა ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვებში ემოციების დასაბალანსებლად — თუნდაც ეს ტრავმა იყოს. DrawTogether-იც ამას ემსახურებოდა, აქ ყველა რაღაცას ამბობდა. ამავდროულად, ხატვა პერფექციონიზმისგან გვათავისუფლებს და მარცხის შიშის დაძლევაშიც გვეხმარება.

ბუნებრივია, მაკნოთონი არ ელის, რომ ყველა ჩვენგანისგან მხატვარი დადგება, თუმცა ჩვენი უკეთეს დამკვირვებლებად ქცევის იმედი ნამდვილად აქვს.

საინტერესო პოდკასტი l ხელოვნური ინტელექტის ხელოვნება

რა ზიანს აყენებს გარემოს პლასტმასა და რამდენი წელი რჩება მისი ნარჩენები ბუნებაში