in

როდის და რის გამო ხდება საჭირო ხეების მოჭრა

ხეები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია გარემოსთვის. ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობს ეკოსისტემების ბალანსისა და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებაში. ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც ხის მოჭრა ხდება საჭირო. ამას თავისი მიზეზები აქვს და დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მცირე შესავალი გავაკეთოთ ზოგადად ხეების მნიშვნელობაზე გარემოსთვის.

ჟანგბადის წარმოება

ხის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჟანგბადის წარმოება. ხეები ფოტოსინთეზის გზით შთანთქავს ნახშირორჟანგს (CO2) და გამოყოფს ჟანგბადს. ერთ ზრდასრულ ხეს შეუძლია საკმარისი ჟანგბადი წელიწადში ორიდან ათამდე ადამიანის დასახმარებლად.

ხეები ნახშირბადს ტოტებსა და ფესვებში ინახავს, რითაც იცავს კლიმატის ცვლილებებს და ხელს უშლის გლობალურ დათბობას. 

ნიადაგის დაცვა

ხის ფესვები ანაყოფიერებს ნიადაგს, დაცვენილი ფოთლებისა და ტოტების დაშლით, ამდიდრებს მას ორგანული და საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობს მცენარეთა სიცოცხლეს. 

გარდა ამისა, ის ახდენს ეროზიის პრევენციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალდიდობისკენ მიდრეკილ ადგილებში ან იქ, სადაც ნიადაგის ხარისხი მყიფეა.

ბიომრავალფეროვნება

ხეები უზრუნველყოფს თავშესაფარს, საკვებსა და ბუდეებს ცხოველების, მწერების და ფრინველების ფართო სპექტრისთვის. ტყეები არის დედამიწაზე ყველაზე ბიომრავალფეროვანი ეკოსისტემის სახლი, რომელიც გადამწყვეტია ეკოლოგიური ბალანსის შესანარჩუნებლად.

კიდევ უამრავი ქვეთავის გამოყოფა შეიძლება ხეების მნიშვნელობაზე სასაუბროდ, თუმცა აქ შევაჯამებთ და მოკლედ გეტყვით, რომ ხეების დაცვა და დარგვა აუცილებელია ბუნებრივი სისტემების ბალანსის შესანარჩუნებლად და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

თუმცა არსებობს მეორე მხარე, როდესაც ხე შეიძლება ზიანის მომტანი გახდეს, ამიტომ სპეციალური სამსახურები მას ჭრიან გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით. ქვემოთ ჩამოვთვლით რამდენიმე ძირითად მიზეზს, თუ რის გამო შეიძლება დაგვჭირდეს ხეების მოჭრა:

მკვდარი ან მომაკვდავი ხეები

როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმის, ხეების საარსებო ციკლიც ადრე თუ გვიან სრულდება. მკვდარმა ან მძიმედ დაავადებულმა ხეებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, მანქანებს ან შენობებს. ისინი სუსტდება და საკმარისია ძლიერი ქარიც კი, რომ წააქციოს ხე, რამაც შესაძლოა სხვა დააზიანოს. 

ზოგ შემთხვევაში ხეების შეთხელება მაშინაც ხდება საჭირო, თუ ისინი ძალიან მჭიდროდაა განლაგებული და ტოტები ეხება ელექტროგადამცემ ხაზებს. 

მავნებლებით ინფიცირება

ინვაზიურმა მავნებლებმა, როგორიცაა ხოჭოები და სხვა ხის მწერები, შეიძლება მკვეთრად დააზიანონ ხეები, იმდენად, რომ სხვა ხეებზე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მათი მოჭრა გარდაუვალი გახდეს.

გარდა ამისა, ხე შეიძლება დაავადდეს სოკოვანი ინფექციებით. თუ ეს დაავადება დადგინდა, აუცილებელი ხდება ამ ხეების მოცილება იმიტომ, რომ არ დააზიანოს გარშემო მდგომი სხვა ხეებიც. 

დაზიანებული ფესვები

ხდება ხოლმე, როცა ხის ფესვი ზიანდება და მისი გადარჩენა ვეღარ ხერხდება. ასეთი ფესვი იწვევს ხის სიკვდილს, ამიტომ ამ დროს მისი მთლიანად მოჭრის საჭიროება დგება. 

ხე, რომელსაც აღარ ეზრდება ფოთლები

თუკი ბაღში დგას ხე, რომელსაც დიდი ხანია ახალი ფოთლები აღარ ამოსდის, ეს ნიშნავს, რომ იგი დაზიანებულია მავნებლებისგან ან არახელსაყრელი გარემოთი, ან უბრალოდ დაბერდა და ამ შემთხვევაში მისი მოჭრა ხდება აუცილებელი.

ტოტების უეცარი ცვენა

ტოტის ჩამოვარდნა დროდადრო ნორმალურია ზრდასრული ხეებისთვის, თუმცა, როდესაც ეს პროცესი ხშირდება, ეს უკვე ხის დაავადებაზე მიუთითებს და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, რომელიც შეიძლება მივიღოთ სპეციალური სამსახურისგან, წყდება ხოლმე ამ ხის მოკვეთა.

სხვა მცენარეების შეფერხება

ხეების მოჭრის კიდევ ერთი მიზეზია სხვა მცენარეების ზრდის შეფერხება, რაც ხშირად გამოწვეულია სქელი ხეების მჭიდრო განლაგებით სხვადასხვა მცენარესთან, ბუჩქთან თუ ყვავილთან ერთად. 

არ აქვს მნიშვნელობა, რა აუცილებელი პირობა არსებობს ხის მოსაჭრელად, გასათვალისწინებელია, რომ ყველამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ხეების მოვლის პროფესიონალებთან, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო პროცესი.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ივნისში ჩატარდება

apeople ეკომეგობრული სამუშაო გარემოს შექმნისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს