in

ხელახლა აღმოაჩინეთ სამსახურში სიხარული

პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მის მიღმა ბევრი ფსიქოლოგიური ასპექტი არსებობს…

“მინდა, სამსახურში კვლავ სიხარულს ვგრძნობდე. ადრე ძალიან მონდომებული ვიყავი… მიყვარს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ახლა მხოლოდ დასვენების დღეებს ველოდები” – შესაძლოა, ახლა სწორედ ასეთი ფიქრები გქონდეთ თქვენს სამსახურთან დაკავშირებით…

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა თქმა უნდა, თქვენ მარტო არ ხართ – სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სფეროში და საქმიანობის სხვადასხვა დარგში ყოველთვის მოიძებნებიან მოწადინებული პროფესიონალები, რომელთაც საკუთარი საქმე უყვართ, მაგრამ სამსახურში სიხარულის ნაკლებობას განიცდიან. ნუ იფიქრებთ, რომ ეს უბრალო აკვიატება ან დამატებითი კომფორტია. როგორც არაერთი კვლევა მოწმობს, სიხარული ემოციური პასუხი და მსოფლმხედველობაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობის, შემეცნებითი ფუნქციონირებისა და ჩვენი პროდუქტიულობისთვის.

იმისათვის, რომ ეს დადებითი მუხტი დაიბრუნოთ, პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ, რატომ გაქრა იგი. აშკარა პასუხია “პანდემია”, მაგრამ ამის მიღმა ნამდვილად ღირს ძირეული ფსიქოლოგიური მიზეზების გაანალიზება. როგორც ჩანს, ამ ტენდენციის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს:

პირველ რიგში, მთელი მსოფლიო მუდმივი გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. იმ ორგანიზაციებშიც კი, რომლებმაც კარგად გაუძლეს პანდემიას, აუცილებელმა ცვლილებამ გაზრდილი ზეწოლა წარმოქმნა – ამას ემატებოდა ინდივიდუალური მწუხარება და დანაკარგი.

ამასთანავე, ბევრ ჩვენგანს არაინტენსიურობის განცდა გაუჩნდა. ადამიანთა უმეტესობას გამუდმებით იმის დემონსტრირება სჭირდება, თითქოს თავს კარგად გრძნობს, მაშინაც კი, როცა ეს რეალობას არ შეესაბამება. ეს განსაკუთრებით იმ ლიდერებს ეხება, რომლებმაც იცოდნენ, რომ თანამშრომლები მათზეა არიან დამოკიდებული.

გარდა ამისა, ხშირად ისეთ სიტუაციებში ვიმყოფებით, როცა იძულებულნი ვართ, გავაკეთოთ რაღაც – თანაც, რაც შეიძლება ეფექტურად და პრაქტიკულად. ეს იძულებითი მოვალეობები კი მნიშვნელოვნად გვაშორებს კონკრეტულ პროფესიაში არსებული სიხარულისგან.

დაბოლოს, ახლად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური იზოლაცია კოგნიტურ და აღმასრულებელ ფუნქციის დარღვევას იწვევს, მათ შორის კოგნიტური მოქნილობის დაქვეითებას და სიახლესთან გამკლავების უნარს. თავის მხრივ, ამან შეიძლება, ნეგატივის გრძნობა გაამწვავოს, თავი ცუდად გაგრძნობინოთ თქვენი მუშაობის თუ შესაძლებლობების გამო. საბოლოოდ კი ეს უარყოფითი განცდების ჯაჭვს წარმოქმნის და მთელ იმ სიხარულს წაგართმევთ, რომელიც ოდესმე განგიცდიათ ანალოგიური სამუშაოს შესრულებისას.

პანდემია და მისი შემდგომი მოვლენები გაჭიანურებულია და შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ სიხარულის განცდა შეუძლებელია. თუმცა ფსიქოლოგების თქმით, სიხარულის უცნაურობას სწორედ ის წარმოადგენს, რომ იგი ტანჯვის არარსებობას არ საჭიროებს.

როგორ შეიძლება სიხარულის დაბრუნება? ეს არ არის სრულყოფილებისკენ სწრაფვა, არამედ იგი ჩვენი სიძლიერის, გამბედაობის, გულწრფელობის, მადლიერების და კომუნიკაციის გამოყენებით მიიღწევა. სტატიაში კი ოთხი ძირითადი მეთოდია მოცემული, რომელიც სიხარული დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

გამოავლინეთ თქვენი ძლიერი მხარეები ყოველდღიურად

პოზიტიური ფსიქოლოგიის ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ჩვენი სიძლიერე შეიძლება, სიხარულის განვითარების მამოძრავებელი მუხტი იყოს. ეს სიძლიერე თქვენი ენერგიის ბუნებრივი წყაროები და მათი სამუშაო დღის განმავლობაში დანერგვას გულისხმობს.

პირველი ნაბიჯი იმის განსაზღვრაა, თუ არის თქვენთვის ენერგიის თუ სტიმულის მომცემი. ამას ვერავინ გეტყვით, საკუთარი თავისა, რადგან ყველასთვის ინდივიდუალური მამოტივირებელი პრინციპები არსებობს. ამიტომ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა გაძლევთ ენერგიას…

მას შემდეგ, რაც საკუთარ ძლიერ მხარეებს გააცნობიერებთ, მათ ყოველდღიურად გამოყენებაზე იფიქრეთ. მაგალითად, თუ ახალი იდეები აღგაფრთოვანებთ, იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ მეტი შესაძლებლობის შექმნა. შესაძლოა, პანდემიის ფონზე ყოველდღიურმა ზეწოლამ ნაკლები დრო და ადგილი დაგიტოვათ ამისთვის, მაგრამ რამდენიმე საათიანი სტრატეგიული დაგეგმვის პერიოდსაც ძალიან დიდი გავლენის ქონა შეუძლია.

ფოკუსირდით თქვენს პროფესიულ ზრდაზე

დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ სხვების მხარდაჭერის ფონზე საკუთარი განვითარება უკანა პლანზე გადაწიეთ. თუმცა გახსოვდეთ, სხვების წარმართვისთვის თქვენი თავისთვის გამოყოფილი დრო ძალიან მნიშვნელოვანია.

ეთნოგრაფიული კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ ბავშვები, აჩვენებს, რომ სწავლის სიხარული სწორედ ძალისხმევის შედეგად ვლინდება – დაწყებული შრომისმოყვარეობით, დასრულებული იმ სირთულეებით, რომლებიც მიზნისკენ სწრაფვაში დიდ როლს ასრულებს. ასეთივე ეფექტი აღინიშნება მოზარდებში – მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისა და დაბრკოლებების გადალახვისთვის საჭირო შრომისმოყვარეობა სიხარულის დონეს საგრძნობლად ზრდის.

მართლაც, ადამიანთა უმეტესობა სამსახურში სიხარულს იმ შემთხვევაში განიცდის, თუ სწავლის თვალსაზრისით მრავალფეროვან გამოცდილებას იღებენ. სწავლაში იგულისხმება როგორც მოკლე ხანგრძლივობის ონლაინ კურსები, ისე სამსახურში ჩატარებული ტრენინგები.

გაუზიარეთ სანდო კოლეგას

კვლევები ცხადყოფს, რომ გულწრფელობა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის განუყოფელი ასპექტია. რეალურ ცხოვრებაში აუცილებელია არა მხოლოდ საკუთარი თავის გაგემა, არამედ ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც თავისუფლად შეგეძლებათ აზრებისა და გრძნობების გაზიარება.

ცხადია, პანდემიურ პერიოდში ბევრი ადამიანი თავს უფრო მხნედ წარმოადგენდა, ვიდრე რეალურად იყო. შესაძლოა, ეს მეთოდი ზოგჯერ გამართლებული იყოს, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში უარყოფით გავლენას იქონიებს თქვენზე. ამიტომ, გამოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, ვისაც პირად განცდებს გაუზიარებთ – უამბეთ, რისთვის ხართ მადლიერი, რა გადალახეთ ცუდ პერიოდში, როგორია თქვენი იმედები და მისწრაფებები და ა. შ.

აღადგინეთ ურთიერთობები სამუშაოს საშუალებით

სიხარული არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მოვლენა. ეს არ არის ის, რასაც ფსიქოლოგები “კუთვნილებას” უწოდებენ – ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიხარული სხვებთან კავშირების გაძლიერებას ეხება. ამ მხრივ საგულისხმოა ისეთი პოზიტიური ქცევები, როგორიცაა სიკეთე, მეგობრობა და დადებითი ატმოსფერო შექმნა. ზოგიერთ ფსიქოლოგს სიხარულის კონცეფციაც კი აქვს, როგორც ჩვენი რეაქცია სიტუაციისადმი, რომელიც მნიშვნელოვან ადამიანებთან გვაახლოებს.

აქედან გამომდინარე, ეცადეთ, ხშირად გამონახოთ კოლეგებთან სიარულის და საუბრის დრო, რათა გაიგო რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, როგორი გამოწვევების წინაშე იმყოფებიან და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ. ეს კავშირი არა მხოლოდ გააძლიერებს თქვენს ენერგიას, არამედ საგრძნობლად გააუმჯობესებს გუნდის მუშაობის დონეს. ასეთი კავშირები მყარ თანამშრომლობის კულტურას ბადებს, რაც ავტომატურად აძლიერებს გუნდის კრეატიულობას.

მაგალითად, ქოუჩინგი საუკეთესო გზაა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის. თანაც, მკვლევრების ვარაუდის თანახმად, მსმენელი და ტრენერი ერთნაირად განიცდიან პოზიტიურ ფსიქოფიზიოლოგიურ ცვლილებებს. ამ ცვლილებებს კი შეუძლია, ლიდერების მიერ გამოწვეული ქრონიკული ძალაუფლების სტრესის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური შედეგები შეამსუბუქოს.

ეს ბოლო 18 თვე ადამიანების უმეტესობისთვის რთული იყო, როგორც პირადად, ისე პროფესიულად. ნათელია, რომ ზოგჯერ სიხარული მიუღწეველია. პანდემიის ეკონომიკური, ბიზნესის, სოციალური და პირადი ზემოქმედების პარალელურად, მსგავსი მარტივი პრაქტიკა გარკვეულწილად დაგვეხმარება მოვემზადოთ და ვისიამოვნოთ მომავალი პერიოდით – როგორიც არ უნდა იყოს ის.

წყარო: HBR



ბათუმი, ქუთაისი, ფოთი – „თეგეტას“ დასაქმების პროგრამა დასავლეთ საქართველოში ინაცვლებს

„გალტ & თაგარტმა“ ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა