17
Dec
2018

„ხელფასი რამდენი გაქვს?“, ანუ ვის რამდენს უხდიან საქართველოში

17 Dec 2018

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 1125.5 ლარი შეადგინა და ის, წინა წელთან შედარებით, 56.4 ლარითაა გაზრდილი. ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორში მომუშავე ადამიანებს აქვთ. მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალებისა (851.9 ლარი) და კაცების (1360.5 ლარი) საშუალო ხელფასებს შორის.

mBank QR
mBank QR

საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო ანაზრაურება საფინანსო სექტორშია და ის 2354 ლარს შეადგენს, ყველაზე დაბალი ანაზღაურება – საშუალოდ, 586 ლარი თვეში კი განათლების სფეროში დასაქმებულებს აქვთ.

საშუალო ხელფასები საქმიანობის სახეების მიხედვით ასეთია:
განათლება – 586 ლარი თვეში; სოფლის მეურნეობა – 702 ლარი თვეში; სასტუმროები, რესტორნები – 906 ლარი თვეში; კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა – 913 ლარი თვეში; დამამუშავებელი მრეწველობა – 960 ლარი თვეში; ჯანდაცვა – 985 ლარი თვეში; ვაჭრობა – 1028 ლარი თვეში; სახელმწიფო მმართველობა – 1320 ლარი თვეში; ენერგეტიკა – 1329 ლარი თვეში; სამთომომპოვებელი მრეწველობა – 1359 ლარი თვეში; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1402 ლარი თვეში; მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა – 1482 ლარი თვეში; მშენებლობა – 1721 ლარი თვეში; საფინანსო საქმიანობა – 2354 ლარი თვეში.

ზემომოყვანილი სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან არის შემდგარი; შესაბამისად, ის არ მოიცავს ინფორმაციას, იმ ადამიანების საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც არაფორმალურად, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ, ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.

„2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 %); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6 %); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 %)“, – წერია საქსტატის დოკუმენტში.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, „2018 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1186.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 43.2 ლარი). საქმიანობების სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2186.0 ლარი, წლიური ზრდა 10.9 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1811.4 ლარი, წლიური ზრდა 19.5 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება“.

„2018 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1186.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 43.2 ლარი). საქმიანობების სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2186.0 ლარი, წლიური ზრდა 10.9 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1811.4 ლარი, წლიური ზრდა 19.5 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება: 2018 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 76.8 ლარით და 1019.5 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია საქსტატის დოკუმენტში.

განხილვა