რამდენიმე დღის წინ მოგიყევით, თუ როგორ დაიკავეს დიდი კომპანიების ხელმძღვანელებმა პირველი ხაზის თანამშრომელთა ადგილები, რათა უკეთ გაეაზრებინათ მათი საქმის არსი. დიახ, მათ შორის სტარბაქსისა და Uber-ის ხელმძღვანელებიც იყვნენ… ახლა კი თხრობა მსგავსად უნდა გავაგრძელოთ, უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც გრძელვადიან ზრდას განაპირობებს, მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ რეალური ადამიანები მონაცემებში და ამბები სტატისტიკის მიღმა…
აქ კი იმ სამ საკითხზე ვისაუბრებთ, რომლებიც პირველი ხაზის თანამშრომელთა რეალობის სიღრმისეული გააზრების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
1. მონაცემები არ ასახავს ინდივიდუალურ ამბებს
შესაძლოა, მონაცემები მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ იგი ინდივიდუალურ გამოცდილებებს არ გვაწვდის… პირველი ხაზის თანამშრომლები კი ყოველთვის მეტად აღიქვამენ არსებულ პრობლემებს, შემდეგ კი უფრო ინფორმატიულად აწვდიან ხელმძღვანელებს.
2. პირველი ნაბიჯი გამოსავლის საპოვნელად იმაში დარწმუნებაა, რომ თქვენ სწორ პრობლემას ჭრით
მომხმარებელთა გამოცდილების უფრო ახლოდან ნახვა კომპანიებს სწორი კითხვების დასმაში ეხმარება და არსებული რეალობა მეტად აშკარა თუ კონკრეტული ხდება. მაგალითად, სატელეკომუნიკაციო პროვაიდერს გუნდებისთვის უნიფორმის დიზაინის შექმნა სურდა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ დიზაინერებისთვის მიემართა, თანამშრომლებთან დაიწყო კომუნიკაცია… ასე კი აღმოაჩინა, რომ უნიფორმებისთვის მეტად დიდი ჯიბეები იყო საჭირო, რათა მათ ხელსაწყოები კომფორტულად მოეთავსებინათ.
3. მომხმარებელთა ისტორიები ახალ იდეებს უყრის საფუძველს
როცა ხელმძღვანელები მომხმარებელთა გამოცდილებაზე ნაკლებად სასურველ ისტორიებს ისმენენ, უამრავ კითხვას სვამენ: რატომ არის ამდენად დაშორებული ჩვენი გამოცდილება ბრენდის დაპირებისგან? რატომ მივიღეთ ეს მარკეტინგული/ფინანსებთან დაკავშირებული/ ოპერაციული გადაწყვეტილება? მონაცემები გვაკლია? ჩვენს გუნდს გადამზადება სჭირდება? — თუ ამ პროცესს სწორად გაუმკლავდებით, კითხვები სწორედ იმას მოჰფენს ნათელს, რაც შიდა გუნდებს სჭირდებათ. შესაძლოა, თქვენს თანამშრომლებს ანალოგიური რესურსების საჭიროებაზე მანამდეც ესაუბრათ, მაგრამ ახლა დაინახავთ, რომ ამის გადადება აღარ შეიძლება.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ თანამშრომლებთან დაახლოება საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი ბრენდის რეალობა თქვენსავე განზრახვებს…