ადამიანებს, თითქოს, მუდამ თან გვდევს ყოველდღიური მოხმარების საგნების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის სურვილი. ალბათ, ბევრ თქვენგანს პოპ-არტი გაახსენდა, მაგრამ დღეს ნაცვლად ხელოვნების ამ მიმდინარეობისა, იაპონელ არტისტსა და დიზაინერ მანამი სასაკის შესახებ ვისაუბრებთ, რომელმაც დილის საუზმე ხელოვნებად აქცია.
მანამიმ ინსპირაცია სწორედ პანდემიის დროს მიიღო, როგორც დილით ადრე ადგომისა და გემრიელი საუზმის მომზადების ერთგვარი მოტივაცია.