in

ნახეთ: ხელოვნების ნიმუშებად ქცეული გატეხილი თეფშები

შემთხვევით გატეხილი თეფშების ბედი ხშირად ერთი გზით სრულდება — უბრალოდ ნაგავში ყრიან, როგორც უსარგებლო ნივთებს. თუმცა ხელოვანი რობერტ სტრატი განსხვავებულ მიდგომას ირჩევს და დამსხვრეულ თეფშებს წარმოსახვითი ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. ფრაგმენტული ჭურჭელი ერთიანი კომპოზიციის ნაწილად იქცევა — მხატვარი ცარიელ ადგილებს კალმით შესრულებული ორნამენტული დიზაინით ავსებს.

BOG
BOG

სტრატიმ თავისი შემოქმედებითი ხედვა ამ გზით რამდენიმე წლის წინ მიმართა, როცა შემთხვევით ფაიფურის თეფში გაუტყდა. ვინაიდან მისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, გადაგდების ნაცვლად, ჭურჭლის მხატვრულად აღდგენა გადაწყვიტა. გატეხილი ნარჩენები ფურცელზე მოათავსა, შემდეგ კი მელნით დეკორატიულად შეავსო სიცარიელე.

საგულისხმოა, რომ მხატვრარი ზუსტად ახამებს ქაღალდის ფერს ფაიფურის პიგმენტაციასთან, რაც ერთიანობის განცდას ზრდის.

რატომ არის Apple-ის რეკლამებში ყოველთვის 9:41 საათი?

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლა — GPT-4o