in

ნახეთ: ხელოვნების ნიმუშებად ქცეული დანაწევრებული ობიექტები

ყოველი მათგანი მეხსიერებასა და მოგონებებს უკავშირდება

მოქანდაკე ფაბიან ოფნერი დეკონსტრუქციის ოსტატია. ის ნაწილ-ნაწილ შლის ჩვეულებრივ საგნებს და მათი შინაგანი არსის ხაზგასმით ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის. მისი უახლესი ნამუშევარი Heisenberg Series ისეთ მოწყობილობებს მოიცავს, რომლებიც მეხსიერებასა და მოგონებებს უკავშირდება – ფეხსაცმელი, მაღვიძარა, მაგნიტოფონი, ფოტოაპარატი და შავი ყუთი – დაჭრილი რეზინით შექმნილი სკულპტურით.

ოფნერის შთაგონება ვერნერ ჰაიზენბერგის ცნობილი გაურკვევლობის პრინციპიდან მომდინარეობს. კვანტურ მექანიკაში ეს ნიშნავს, რომ როდესაც იზომება ერთი თვისება, მაგალითად, იმპულსი ან ენერგია, სულ უფრო ძნელია მეორე თვისების ზუსტი წაკითხვა, როგორიცაა პოზიცია ან დრო.

“მე ეს იდეა ამ ექვსი სკულპტურისკენ მივმართე. როდესაც მათ შორიდან უყურებთ, ადვილია ობიექტის ამოცნობა” – ამბობს ხელოვანი. ხოლო რაც უფრო მიუახლოვდებით ნამუშევარს, ის ნელ-ნელა დაიწყებს დეფორმირებას, ობიექტის ვიზუალი მახინჯდება და საბოლოოდ მთლიანად ქრება ერთიანი ფორმა. სწორედ ამიტომ აღნიშნავს ოფნერი, რომ როგორც დამკვირვებელი, ვერასოდეს შევძლებთ ობიექტის მთლიანობისა და მისი შინაგანი არსის თანადროულ აღქმას.

თითოეული ქანდაკება დამთვალიერებელს მისი დეტალების შესწავლის სურვილს აღუძრავს, რაც მისი შექმნის პროცესის ხასიათიდანაც გამომდინარეობს. ოფნერი საწყის ეტაპზე წინასწარ განსაზღვრავს ნამუშევრის საბოლოო სახეს (ზოგჯერ შექმნის პროცესშიც წყვეტს. არის შემთხვევები, როცა ხელოვანს ერთზე მეტი ნივთის გამოყენება სჭირდება.

“ყველა მათგანი რაღაცას აფიქსირებს. კამერა, მაგნიტოფონი და შავი ყუთი აფიქსირებს გამოსახულებას თუ ხმას, მუსიკალურ ნაწარმოებს და ა.შ. საათი თვალყურს ადევნებს დროს, ან შეიძლება ითქვას, ის აფიქსირებს მას. ერთი ცოტა ბუნდოვანი ნამუშევარი სპორტული ფეხსაცმელია. თუმცა ჩემთვის ის ჩამწერი აპარატების მსგავსია, რომლებიც ჩვენს მოძრაობას ადევნებს თვალყურს.  ასე რომ, გარკვეულწილად, სერია მეხსიერების ფრაგმენტაციასა თუ დამახინჯებას ეხება”.

NASA-მ ვენერადან მომავალი რადიოსიგნალის აუდიო ვერსია გამოაქვეყნა!

შენი ვაგინა დედოფალია! – მენოპაუზის, სამეფო ენით მოთხრობილი, გვერდითი ეფექტები