in

„ხელოვნურ ინტელექტს აზროვნების განვითარება სჭირდება“ — ბილ გეიტსი

რაც უფრო მეტს ვეცნობით ხელოვნურ ინტელექტს, მით უფრო ვრწმუნდებით ადამიანის გონების უსაზღვრო შესაძლებლობებში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ენობრივი მოდელები (LLM) შთამბეჭდავია, მათ არ გააჩნიათ აზროვნების მთელი განზომილება, რომელსაც ადამიანები ბუნებრივად ვიღებთ. ბილ გეიტსმა ახალი იდეა წარმოადგინა გასულ კვირას Next Big Idea Club-ის პოდკასტზე. მან ვრცლად ისაუბრა „მეტაკოგნიციაზე“, რაც გულისხმობს სისტემას, რომელსაც აზროვნება შეუძლია. 

Microsoft-ის დამფუძნებლის თქმით, არსებული LLM-ები, როგორიცაა GPT-4 ან Llama, ჯერ კიდევ მოკლებულია დახვეწილობას. ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებმა უნდა გამოიყენონ მეტაკოგნიციის სტრატეგიები, რათა განუვითარონ უფრო რთული კი არა, დალაგებულად აზროვნების უნარი.

აპლიკაციების შესაქმნელმა დიზაინ პროგრამამ, Figma-მ დროებით გააუქმა მისი ახალი ფუნქცია Make Design — მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ პროგრამის მიერ შექმნილი ამინდის აპლიკაციების UX დიზაინები ძალიან ჰგავდა Apple-ის აპს. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელების ასეთი კოპირება მიუთითებს იმაზე, რომ მონაცემები, რომლებსაც AI იყენებს, ეყრდნობა ყველაზე ცნობად მაგალითს, ამ შემთხვევაში Apple-ის დიზაინებს.

Figma-ს აღმასრულებელი დირექტორი, დილან ფილდი უარყოფს, რომ მისი პროდუქტი სხვა აპლიკაციების დიზაინს იყენებდა. თუმცა, ნათელია, რომ ცვალებადობა და AI-ს აზროვნების დონე ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

4Hospitals-ის და ფიროსმანის ამბავი

ibis Styles Batumi — პირველი სპორტული თემატიკის სასტუმრო ბათუმში