in ,

ადამიანის ხელოვნურ ორგანოებს კოსმოსიდან პარაშუტით გამოგზავნიან

სტარტაპების იდეები ძირითადად რაღაც ინოვაციურია, თუმცა ამჯერად ცოტა დაუჯერებლადაც კი ჟღერს… Inversion Space ადამიანთა ხელოვნური ორგანოების დედამიწის ორბიტაზე სპეციალურ კაფსულებში შენახვას აპირებს და უფრო მეტიც, როცა დედამიწაზე დაგვჭირდება, პარაშუტებით გამოგზავნის.

M2
M2

სტარტაპ Inversion Space-ის დამფუძნებლებმა ჯასტინ ფიაშეტიმ და ოსტინ ბრიგსიმ მიზნად ხელჩანთის ზომის კაფსულების შექმნა დაისახეს — ისეთის, რომლითაც ნივთებისა თუ პროდუქტების შენახვას კოსმოსში, ტრანსპორტირებას კი ყველა წერტილში სწრაფად შეძლებენ. კოსმოსური საცავი დედამიწის ნებისმიერ წერტილში არსებულ მოძრავ საავადმყოფოებშიც შეიძლება მოთავსდეს. 

და თუ ფიქრობთ, რომ ამ გიჟური იდეის დაფინანსებას არავინ მოინდომებს, გეტყვით, რომ უკვე მიიღეს 10 მილიონი დოლარი და კომპანია Y Combinator-ს შეუერთდნენ. ამან კი მათი წამოწყება სხვებისთვის უფრო სანდო და რეალური გახადა.

რამდენად რეალურია?

ბუნებრივია, ამ იდეის განსახორციელებლად მრავალი რამ უნდა გამოცადონ… მაგალითად, ჯერ არ არსებობს ხელოვნური ორგანოები, კოსმოსური ფრენაც მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, რათა რაღაც ნივთის გაშვება კოსმოსში და შემდეგ უკან დაბრუნება შეძლონ. თუნდაც, კომერციული თვითმფრინავის მსგავსად, რომელიც სამედიცინო ნივთებისა თუ ორგანოების მიწოდებისთვის უკვე საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. 

აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაკეტების გაშვება კოსმოსში უფრო და უფრო იაფი ხდება, თუმცა როგორც Inversion Space-ის დამფუძნებლები გვეუბნებიან, აქ ზომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მაგალითად, ისეთი რაკეტის, როგორიცაა SpaceX Falcon 9, გაშვება მილიონები ჯდება, Inversion Space-ის კაფსულები ნებისმიერ რაკეტაზეც შეიძლება მოთავსდეს, რაც ხარჯებს მკვეთრად შეამცირებს. 

დღეს კი ბევრი მიიჩნევს, რომ ეს იდეა საკმაოდ დამაჯერებელია, მაგრამ ზოგიც ფიქრობს, რომ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმებისთვის საჭირო ლოჯისტიკური ამოცანები საკმაოდ რთული და გადაულახავია…

მხატვრებმა, რომლებიც უკრაინის ცის ჩაკეტვას ითხოვენ, გუგენჰაიმის მუზეუმში ასობით ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვეს

უკრაინის მეტროს თავშესაფარში გადაღებული შინაური ცხოველებისა და მათი პატრონების ფოტოები