in

კვლევა – ხელოვნური დამატკბობელი საკვებისადმი ლტოლვას ზრდის!

ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისა და ჭარბწონიანი ადამიანების შემთხვევაში

ხელოვნური დამატკბობლები ფართოდ ცნობილია, როგორც უსაფრთხო, დაბალკალორიული შაქრის ალტერნატივა. იგი იდეალურია მათთვის, ვინ წონაში დაკლებას ცდილობს. თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ხელოვნურ დამატკბობლებს მადის და საკვებისადმი ლტოლვის გაზრდა შეუძლია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ხშირია ქალებისა და ჭარბწონიანი ადამიანების შემთხვევაში.

M2
M2

“ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ხელოვნური დამატკბობელი შეიძლება, სასარგებლო იყოს. თუმცა კვლევების ნაწილი აჩვენებს, იგი წონის მატებას უწყობს ხელს. ასევე, ზრდის მეორე ტიპის დიაბეტის წარმოქმნის შანსს და სხვა მეტაბოლურ დარღვევებს. ჩვენი კვლევა კი ამ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების ზოგიერთი მიზეზის დადგენას ემსახურება” – ამბობს ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორი კეტლინ პეიჯი.

სამი ექსპერიმენტული სესიისთვის სულ 74 ადამიანი იქნა აყვანილი. თითოეული სესია მონაწილის მიერ სტანდარტული შაქრის, ხელოვნური დამატკბობლის ან დატკბილული წყლის მიღებით იწყებოდა. მათი მიღებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მონაწილეებმა საკვების მიღების ამოცანა MRI აპარატში დაასრულეს. გამოწვევა იმისთვის შეიქმნა, რომ მონაწილეებს სხვადასხვა საკვების გამოსახულებები ენახათ და ერთდროულად გაეზომათ ტვინის რამდენიმე უბანი, რომელიც მადის ფორმირებაში მონაწილეობს.

როგორც აღმოჩნდა, ქალების შემთხვევაში ხელოვნური დამატკბობლის მიღების შემდეგ მედიალური შუბლის ქერქსა და ორბიტოფრონტალური ქერქში საკვების მინიშნებებზე გაზრდილი პასუხი აღინიშნებოდა. ამის პარალელურად, მამაკაცებში მსგავსი რეაქცია არ იქნა ნაპოვნი. რაც შეეხება ჭარბწონიანებს, მათ შემთხვევაში ფიქსირდებოდა მედიალური შუბლის ქერქში გაზრდილი აქტივობა.

ამასთანავე, მკვლევრებმა მონაწილეების სისხლის ნიმუშებიც აიღეს, რაც გლუკოზისა და ჰორმონების რეაქციის გაზომვას ემსახურებოდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა. გარდა ამისა, კვლევის ბოლო ნაწილმა ქცევის ხელოვნური დამატკბობლების მიღების შემდეგ ქცევის ნებისმიერი პოტენციური ცვლილება შეისწავლა. სითხის დალევიდან ორი საათის შემდეგ, მონაწილეებს საჭმლის დიდი არჩევანი შესთავაზეს – თითოეულ მათგანს იმდენის ჭამა შეეძლო, რამდენიც უნდოდა.

შედეგად გაირკვა, რომ ქალი სუბიექტები უფრო მეტ კალორიას იღებენ ხელოვნური დამატკბობლის შემდეგ. ისევ და ისევ, ეს განსხვავება არ იქნა ნაპოვნი მამაკაცებში. “ეს კვლევა სამეცნიერო კვლევებში ინდივიდუალური ბიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობას უსვამს ხაზს” – ამბობენ მეცნიერები.

საგულისხმოს ისიც, რომ ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც ხელოვნური დამატკბობლების გავლენას შეისწავლის. მაგალითად, 2017 წლის კვლევამ ცხადყო, იგი ცხიმოვანი უჯრედების მეტაბოლიზმს აფერხებს, რაც ცხიმის გამომუშავებას ზრდის. ამრიგად, ხელოვნურ დამატკბობელს არაპირდაპირი წვლილი შეაქვს წონის მატებაში.

„პროკრედიტ ბანკის“ მიდგომა მდგრადი სოფლის მეურნეობის წასახალისებლად

ზაზა ფაჩულია, Golden State Warriors-ში, კალათბურთისა და ბიზნესის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს