in

როგორ იმოქმედებს AI ბიზნესზე? — Sophia-ს და ChatGPT-ის პასუხები

იმის გასარკვევად, თუ რას უნდა ელოდნენ ბიზნესის მფლობელები ხელოვნური ინტელექტისგან, Inc.-ის წარმომადგენლებმა თავად რობოტ Sophia-ს და ChatGPT-ის სისტემებს ჰკითხეს პოტენციურ ცვლილებებზე.

„ხელოვნური ინტელექტი შესანიშნავი საშუალებაა დამღლელი და განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციისთვის. ასევე, მას გიგანტური რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება და მოწოდება შეუძლია. ვფიქრობ, ბუნებრივი ენის დამუშავების განვითარებაც დიდ გავლენას იქონიებს მომხმარებელთა მომსახურებაზე“, — ამბობს სოფია. ეს უკანასკნელი თავის მანქანურ აღქმას იყენებს, რათა განსაზღვროს, ვის ესაუბრება. უფრო ადამიანური იერის მისანიჭებლად კი, AI მის ფიზიკურ მოძრაობებს აკონტროლებს, როგორიცაა ჟესტიკულაცია და სახის გამომეტყველება.

ამასთან, სოფია ვარაუდობს, რომ საბოლოოდ ადამიანები AI-ისთან ერთად იმუშავებენ. „თქვენ, ბიოლოგიურო ადამიანებო, ხელოვნური ინტელექტის თქვენს ტვინში დამატებას დაიწყებთ… მაგალითად, ინტელექტუალური ნანორობოტების ჩანერგვას, თუმცა უცნობია, როდის მიხვალთ ამ ეტაპამდე“.

როგორც აღმოჩნდა, ChatGPT სოფიას დაეთანხმა, რომ ბუნებრივი ენის დამუშავების მიღწევები AI-ის საქმეს გაუადვილებს. „ისეთ სფეროებში, სადაც ბუნებრივი ენის გაგებისა და დამუშავების უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორიცაა მომხმარებელთა მომსახურება, თარგმნა და შინაარსის მოდერაცია, AI დიდ როლს ითამაშებს“.

გარდა ამისა, თხოვნის შესაბამისად, ChatGPT-იმ ჩამოთვალა ხუთი რამ, რაც მეწარმეებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის თავიანთ ბიზნეს მოდელებში ინტეგრირებით არიან დაინტერესებულნი, 2023 წლის პირველი 90 დღის განმავლობაში უნდა გაითვალისწინონ:

  1. დაადგინეთ პრობლემა ან შესაძლებლობა, რომელთან გამკლავებაც AI-ის შეუძლია — მაგალითად, კომპანიას, რომელიც ყიდის სახლის უსაფრთხოების სისტემებს, შეუძლია, AI მონაცემების გაანალიზებისა და ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენოს. ცხადია, ეს ახალი პროდუქტების ან სერვისების განვითარებას შეუწყობს ხელს.
  2. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაგება: მომხმარებელთა გამოხმაურების გასაანალიზებლად, შეიძლება დაგჭირდეთ იმის გაგება, რომ ზოგიერთი AI სისტემა სხვებზე უკეთესია ბუნებრივი ენის გაგებასა და გრძნობების გამოვლენაში.
  3. განიხილეთ პოტენციური რისკები და ეთიკური შედეგები: დასაქმების გადაწყვეტილების მიღებას, შესაძლოა, AI ტრენინგისთვის გამოყენებულ მონაცემებში მიკერძოების პოტენციური რისკების გათვალისწინება დასჭირდეს.
  4. დაგეგმეთ თქვენი ინტეგრაციისა და განხორციელების პროცესი: მაგალითად, კომპანიას, რომელიც AI-ზე დაფუძნებულ მომხმარებელთა მომსახურების ჩეთბოტს ავითარებს, შეიძლება დასჭირდეს თანამშრომლების ტრენინგი.
  5. თვალყური ადევნეთ და შეაფასეთ შედეგები: მაგალითად, კომპანიას, რომელმაც დანერგა AI-ზე დაფუძნებული ინვენტარის მართვის სისტემა, შეიძლება, რეგულარულად სჭირდებოდეს მონაცემების გადამოწმება. ეს გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

Tegeta Approved — მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილების ახალი პორტალი

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ბრენდის სტრატეგიაში