in

გაიცანით ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დესერტების ახალ რეცეპტებს ქმნის

შეიქმნა ორი ჰიბრიდული რეცეპტი Cakie და Breakie

Google Cloud-ის დეველოპერმა, სარა რობინსონმა და ხელოვნური ინტელექტის ინჟინერმა, დეილ მარკოვიცმა გადაწყვიტეს, გემრიელი რეცეპტების ტენდენციას ჩაღრმავებოდნენ და ამოეხნსათ მეცნიერული საფუძველი, რა ხდის ორცხობილას ხრაშუნას და პურს – ფუმფულას.

ამის გასაგებად გუნდმა მანქანური სწავლება, ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენა, რის ფარგლებშიც შეიქმნა ორი ჰიბრიდული რეცეპტი – “Cakie” (ორცხობილისა და ნამცხვრის სინთეზი) და “Breakie” (პურისა და ნამცხვრის ჰიბრიდი).

ექსპერიმენტის საწყის ეტაპზე შეაგროვეს ასობით ფუნთუშის, ნამცხვრის, ორცხობილისა და პურის რეცეპტი, რომლებიც უნციებად გარდაქმნეს, რამდენიმე აუცილებელი ინგრედიენტი დაუმატეს და მცირე “რეორგანიზაცია”  ჩაუტარეს.

ამის შემდეგ, იმისათვის, რომ ექსპერიმენტი ახალ, ინოვაციურ ეტაპზე გადასულიყო, Google Cloud-ის AutoML Tables გამოიყენეს – მანქანური სწავლების მოდელის შესაქმნელად, რომელიც აანალიზებს რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტებს და მათ რაოდენობას.

“როგორც მეცნიერ მცხობელებს, უნდა გვცოდნოდა, რამდენად შეიძლება ჰიბრიდული რეცეპტების ნამდვილად გამოყენება” – ამბობენ სარა რობინსონი და დეილ მარკოვიცი.

ასევე, მოდელი გამოიყენეს იმის გასაგებად, თუ რით განსხვავდება ორცხობილების, ნაცხვრებისა და პურის მდგრადობა. ამისათვის საჭირო იყო AutoML ცხრილი, რომელიც ავტომატურად თვლის “მახასიათებლის მნიშვნელობას”.

სუსხიანი და პანდემიური ზამთარი იდეალური პერიოდია ცხობისთვის. ასე რომ, შეგიძლიათ, თავადაც შეუდგეთ ხელოვნური ინტელექტის რეცეპტებით ცხობას.

“ჩვენი იდეა ამართლებს” – Coca-Cola-ს ახალი ორიგინალური ქილები

ილონ მასკის მოწოდების შემდეგ Signal-ის აპლიკაციამ App Store-ში პირველი ადგილი დაიკავა