საერთაშორისო მარკეტინგულმა სააგენტო “M&C Saatchi”-მ ლონდონის ცენტრში ხელოვნური ინტელექტის მქონე კონსტრუქცია დადგა.
ბილბორდის კონსტრუქციის ალგორითმი ყავის ბრენდ “Bahio”-სთვის გაკეთდა. ალგორითმი გამოსახულებას ამუშავებს და სარეკლამო მაკეტებს ქმნის. დამოუკიდებელი ანალიზისთვის ალგორითმი ათასობით გამოსახულებას იყენებს, მათი დამუშავების შემდეგ ალგორითმი საუკეთესო ვარიანტს არჩევს. ვარიანტები იმის მიხედვით ირჩევა, თუ ვინ დგას ბილბორდის წინ, ანუ ყველაფერი სათითაოდ მომხმარებელზეა მორგებული.