in

მეცნიერებმა ხელოვნური სარქველი შექმნეს, რომელიც სხეულთან ერთად იზრდება

ის, რასაც გულის სარქვლოვან დაავადებას უწოდებენ, ხელს უშლის სისხლის ნაკადების ეფექტურად გატარებას, რასაც საბოლოოდ გულის შეტევამდე და არითმიამდე მივყავართ… მეცნიერებმა კი გამოსავალი იპოვეს, მათ მიაგნეს გზას, თუ როგორ შექმნან გულის ხელოვნური სარქველი წუთებში FibraValve-ის ტექნიკის გამოყენებით. როგორც ამბობენ, ახალი ორგანული იმპლანტის შექმნას 10 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება… 

M2
M2

ბოჭკოები PLCL-ის ნაზავისგან შედგება, რომელიც სხეულში 6 თვის მანძილზე შეიძლება იყოს, რა პერიოდშიც ხელოვნური სარქველი კონკრეტულ სივრცეში არსებულ უჯრედებს ხელახლა გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. ამგვარად კი, შეიძლება მალე აღარც სარისკო ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. აი, პროცესი კი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ჩვენი მიზანია, პაციენტის ბუნებრივმა უჯრედებმა მოწყობილობა გამოიყენოს, როგორც ნიმუში მათივე ცოცხალი სარქვლის ქსოვილის ხელახლა შესაქმნელად, — აცხადებს კიტ პარკერი, კვლევის თანაავტორი. 

კონკრეტულ მოწყობილობაზე ტესტირებები უკვე მიმდინარეობს და მიღებული მონაცემები საკმაოდ კარგ შედეგებს გვთავაზობს. თანაც, მეცნიერებს არც გვერდით მოვლენებთან მოუწიათ გამკლავება… ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რას გვეტყვიან ისინი მომავალში. 

როგორ უნდა პოზიციონირდნენ პატარა ბრენდები „გადატვირთულ“ ბაზარზე?

როგორ უნდა გააცნოთ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტი?