in

ხელოვნური სინათლე დიაბეტის რისკს ზრდის

ღამით ნათურის ან სმარტფონის შუქმა, შესაძლოა, თქვენი სხეულის ცირკადული რიტმი დაარღვიოს… ახალი კვლევა კი გვეუბნება, რომ შუაღამის შემდგომ ხელოვნურ სინათლეში ყოფნამ დიაბეტის მეორე ტიპის განვითარების რისკი შეიძლება, გაზარდოს. თანაც კვლევა თითქმის 85 000 ადამიანზე ჩატარდა, 40-69 წლის ადამიანებში, რომელთაც მოწყობილობები მაჯაზე ეკეთათ დღისა და ღამის განმავლობაში ერთი კვირის მანძილზე, რათა სინათლეზე ყოფნის განსხვავებულ დონეებს დაკვირვებოდნენ. 

M2
M2

როგორც UK Biobank-ის ექსპერიმენტის ნაწილი, კოჰორტის ჯანმრთელობას 9 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. მოხალისეები, რომელთაც მოგვიანებით დიაბეტის მეორე ტიპი განუვითარდათ, უფრო მეტად იყვნენ სინათლეზე 12:30-დან 6:00 საათამდე ერთკვირიანი კვლევის პერიოდში. მართალია, მიღებული პასუხი მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს არ გვთავაზობს, მაგრამ დოზაზე დამოკიდებულ ურთიერთობას ნამდვილად ავლენს შუაღამის ხელოვნურ შუქსა და მეტაბოლური დარღვევის რისკებს შორის. 

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მონაწილეებს, რომლებიც სინათლეზე ყოფნით პირველ 10%-ში იყვნენ მოქცეულნი, დიაბეტის მეორე ტიპის განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ქვედა 50%-იან მაჩვენებელს შეადგენდნენ. 

კვლევის თანახმად, ხელოვნურ შუქზე ყოფნამ ღამით, იქნება ეს ყვითელი სინათლე ტორშერიდან თუ ლურჯი სმარტფონიდან ან ტელევიზორიდან, შესაძლოა, ჩაძინება გაართულოს. ამასთან ერთად, დაავადების განვითარების რისკები პირდაპირ უკავშირდება კვების რაციონს, ფიზიკურ აქტივობას, მზეში ყოფნას, მოწევას, ალკოჰოლის გამოყენებასა და სხვა მრავალ საკითხს…

ადამიანებისთვის იმის რჩევა, რომ თავი აარიდონ ღამით სინათლეში ყოფნას მარტივი და ხარჯთეფექტური რეკომენდაციაა, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის ტვირთსაც შეამსუბუქებს, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს კავშირზე ადრე ჩატარებული კვლევებიც საუბრობს, უფრო ზუსტად ხელოვნურ სინათლეს ინსულინრეზისტენტულობასთან აკავშირებს… მრავალი მტკიცებულებაც არსებობს იმისა, რომ ადამიანებისა და ცხოველების ხელოვნური სინათლის ქვეშ ყოფნა ცირკადულ რიტმს არღვევს, მივყავართ გლუკოზისადმი ტოლერანტულობისკენ, ინსულინის სეკრეციის ცვლილებისა და წონის მატებისკენ. ეს ყველაფერი კი პირდაპირ უკავშირდება მეტაბოლური დარღვევების გაზრდილ რისკს, როგორიცაა სწორედ მეორე ტიპის დიაბეტი.

მართალია, ამ საკითხს ჯერ კიდევ სჭირდება ბევრი სიღრმისეული კვლევა, მაგრამ აქვეა კვლევები, რომლებიც დამშვიდების საფუძველს გვაძლევს — მაგალითისთვის მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური სინათლის გარეშე შაბათ-კვირის გატარება ადამიანის ცირკადულ რიტმს აღადგენს…

როგორ განვივითაროთ ინოვაციური აზროვნება

გაიცანით გრეის ჰოპერის ტექდაჯილდოების ფინალისტები