in

თუ საზღვარგარეთ გასცემთ ხელფასს — რა უნდა გაითვალისწინოთ?

თანამედროვე სამყაროს ციფრულმა რეალობამ და ბაზრის გლობალიზაციამ ადამიანებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა, მათ შორის დასაქმების თვალსაზრისით. კერძოდ, თუ ადრე კომპანიები მხოლოდ ლოკალურად ეძებდნენ თანამშრომლებს, ახლა ეს შეზღუდვა დისტანციურმა სამუშაო გრაფიკმა და Freelance კულტურამ სრულად გააქრო — ახლა უკვე ყველას შეგვიძლია სხვადასხვა ლოკაციიდან, ქალაქიდან თუ ქვეყნიდან მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ცხადია, ეს ცვლილებები ეკონომიკურ პროცესებზეც აისახა — მაგალითად, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, იმატა საზღვარგარეთ გაცემულმა ხელფასმა და, შესაბამისად, საერთაშორისო გადარიცხვებმა. ეს ყველაფერი რამდენადაც მოსახერხებელია, იმდენად დამაბნეველია ხოლმე ბევრი კომპანიისთვის. ასე რომ, ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ საზღვარგარეთ გასცემთ ხელფასს და ასევე, რატომ შეიძლება კრიპტოვალუტები საუკეთესო გამოსავალი იყოს ზედმეტი თავსატეხის თავიდან ასარიდებლად.

რა პრობლემებს უკავშირდება საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციები?

ბუნებრივია, აქ რიგ გამოწვევებზე შეგვიძლია საუბარი, დაწყებული ბიუროკრატიული საკითხებით, დასრულებული ტექნიკურით. ვითარება კი მეტად მძაფრდება, როცა საქმე საერთაშორისო ფულად ტრანზაქციებს ეხება.

ბაზარზე არსებული სიტუაციიდან და თანამედროვე საფინანსო სისტემიდან გამომდინარე, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • ტრანზაქციები ძვირია — თუ საერთაშორისო ტრანზაქციებთან ერთხელ მაინც გქონიათ შეხება, გეცოდინებათ, რომ ისინი ძირითადად PayPal-ის ან Swift-ის მეშვეობით ხორციელდება, რასაც ყველაზე კომფორტულ პროცესს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თან სიძვირითაც გამოირჩევა. საერთაშორისო საბანკო ქსელით სარგებლობისას, როგორც წესი, მინიმალური გადასახადი $35-ია, ხოლო საშუალოდ საკომისიო 3%-დან 5%-მდე შეადგენს, რაც რეგულარული საერთაშორისო ტრანზაქციებისა და გაცემული ხელფასების შემთხვევაში, შესაძლოა, დიდ თანხებთან ასოცირდებოდეს.
  • ტრანზაქციებს დიდი დრო სჭირდება — მიუხედავად ბევრი ტექნოლოგიური გარღვევისა როგორც საფინანსო, ისე სხვა სფეროში, საერთაშორისო ტრანზაქციები ყველაზე კომფორტული და მარტივი პროცესი სულაც არ არის. დღევანდელ პირობებშიც კი საერთაშორისო გადარიცხვები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და შეიძლება, გადარიცხული ხელფასი ან სულაც ერთჯერადი გადახდა დროში ძალიან გაიწელოს. ამასთან, როდესაც ბიზნეს საქმიანობაზე ვსაუბრობთ, დრო ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხშირად რამდენიმე დღის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს. აქვე გაითვალისწინეთ, საერთაშორისო ტრანზაქციის ტრადიციული საბანკო სისტემებით განხორციელებას საშუალოდ ერთიდან ხუთ სამუშაო დღემდე სჭირდება.
  • დამატებით დანახარჯი და ტექნიკური სირთულე — ვინაიდან საერთაშორისო ტრანზაქციები კვლავაც თანამედროვე საფინანსო სისტემის აქილევსის ქუსლად რჩება, ამგვარი პროცედურები ხშირად დისტანციურად ვერ ხორციელდება და დამსაქმებელს ბანკში უწევს მისვლა, რაც დამატებითი დანახარჯია როგორც დროის, ისე ენერგიის კუთხით — განსაკუთრებით მაშინ, თუ გადარიცხვებს სისტემატური ხასიათი აქვს.

რა ალტერნატივას გვთავაზობს კრიპტოვალუტა?

უკვე მრავალი წელია, კრიპტოვალუტები ჩვენი ფინანსური ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დროსთან ერთად კი მეტად სერიოზულ სახეს იღებს — მაგალითად, 2018 წლიდან დღემდე 60%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კრიპტოვალუტებს ფლობენ. მზარდი ტენდენციის მიზეზებს შორის კი ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებული მოსახერხებლობა გვევლინება. უფრო კონკრეტულად, კრიპტოვალუტების მრავალპროფილურობა, საერთაშორისო გადარიცხვებისა და გაცემული ხელფასების სახით, კარგ ალტერნატივას წარმოადგენს ტრადიციულ ვალუტებთან და საფინანსო სისტემასთან შედარებით.

დიდი ხანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს პრაქტიკა აპრობირებულია და უამრავი ადამიანი იღებს ანაზღაურება კრიპტოვალუტებში — დაწყებული ფრილანსერებით, დასრულებული IT სფეროში დასაქმებულებით და უბრალოდ დისტანციურად მომუშავე პირებით.

რა უპირატესობები ახლავს თან კრიპტოს გამოყენებას საერთაშორისო ტრანზაქციებისას როგორც დამსაქმებლისათვის, ისე დასაქმებულისათვის?

  • დაბალი საკომისიოები — საიდუმლო არ არის, რომ კრიპტოვალუტები, ტრადიციულ FIAT ვალუტებთან შედარებით, ბევრად იაფი ალტერნატივაა. კრიპტო ტრანზაქციებს კი გაცილებით დაბალი საკომისიოები აქვს. მაგალითად, თუკი კრიპტალის გამოყენებით თანამშრომელს გადაუხდით ხელფასს და მის ანგარიშზე გადარიცხავთ Bitcoin-ს, საკომისიო სულ რაღაც 0.00005 BTC შეადგენს, რაც დაახლოებით 3 ლარის ეკვივალენტია.
    გაითვალისწინეთ, ბიტკოინის ტრანზაქციები კრიპტო სამყაროში ყველაზე ძვირია. სტაბილური ქოინების გადარიცხვა კი ცენტები ღირს.
  • თანხის მომენტალური ასახვა — კრიპტოვალუტების მრავალი ღირსებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ტრანზაქციების სისწრაფეა. არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში რიცხავთ კრიპტოს თუ „უქმეები უწევს“ — კრიპტოვალუტებში არ არსებობს დასვენების დღეები, დღესასწაულები და დღე-ღამის მონაკვეთი, თქვენ მიერ გაგზავნილი კრიპტო სხვის ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
  • ტრანზაქციების სიმარტივე — ტრადიციული საფინანსო სექტორისგან განსხვავებით, სადაც ბანკში ადგილზე მისვლა გჭირდებათ და უამრავ ბიუროკრატიულ საკითხს აწყდებით, კრიპტოვალუტები ტრანზაქციებისას სიმარტივითა და კომფორტულობითაც გამოირჩევა. ოფისიდან ან სულაც სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე კლიკით რიცხავთ კრიპტო აქტივებს ერთი ციფრული საფულიდან მეორე ციფრულ საფულეში.

მაგალითად: თუ თქვენ ხართ დამსაქმებელი და გიწევთ დიზაინერის, ან პირობითად პროგრამისტის დაქირავება, რომელსაც ყოველთვიურად $1000 უნდა გადაურიცხოთ, ტრადიციული საფინანსო გზების გამოყენებით უნდა გაიაროთ შემდეგი პროცედურები:

  • ფიზიკურად მიდიხართ ბანკში
  • ავსებთ გადარიცხვის ფორმას (რათა დაფიქსირდეს გადარიცხვის მოთხოვნა და ტრანზაქციისას რაიმე შეცდომას არ ჰქონდეს ადგილი)
  • იხდით $35 საკომისიოს
  • ელოდებით, როდის აისახება თქვენ მიერ გადარიცხული აქტივები ადრესატს

როგორ მუშაობს პროცესი კრიპტოს შემთხვევაში? კრიპტალზე ხსნით ანგარიშს, რომელიც რამდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება და რამდენიმე წუთი სჭირდება; საკუთარ ანგარიშზე თიბისის ან საქართველოს ბანკის შიდა გადარიცხვებით ან ვიზა/მასტერქარდის ბარათების დახმარებით ადეპოზიტებთ თანხას, რომლის საკომისიოც 0% შეადგენს. შემდეგ გადაცვლით თქვენ მიერ დადეპოზიტებულ USD-ის სტაბილურ ქოინ USDT-ში, რომლის ფასიც მუდმივად $1-ის ტოლია და აგზავნით ადრესატთან. შედეგად, არ ტოვებთ სამუშაო ადგილს, ტრანზაქციას ახორციელებთ სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ადრესატი საკუთარ აქტივებს იღებს სწრაფად და ტრანზაქცია სულ რაღაც $1 გიჯდებათ.

ამ უპირატესობების გათვალისწინებით, კრიპტოვალუტები გაცილებით ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურობას, ბიზნეს საქმიანობას და პროცესს კომფორტულს ხდის, როგორც დასაქმებულთათვის, ასევე დამსაქმებლისთვის.

რა გამოწვევები არსებობს ბაზარზე?

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს და ყოველდღიურად მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება კრიპტო რევოლუციაში, სფერო ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ინდუსტრიის ირგვლივ არასწორი შეხედულებებია ჩამოყალიბებული.

დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ კრიპტო ანგარიშსწორება და ხელფასის ციფრულ აქტივებში გაცემა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. თუმცა კრიპტო ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებულია და ქართული კრიპტო პლატფორმები სიმარტივის, სისწრაფისა და უსაფრთხო ტრანზაქციების შესაძლებლობებს იძლევა.

ამასთანავე, ხალხს „მერყეობის“ საკითხი აფრთხობს, თუმცა ასეთი შემთხვევებისთვის სტაბილური კრიპტოვალუტები არსებობს — ანუ Stablecoin-ები, რომელთა ფასიც მუდმივად სტაბილურად არის შენარჩუნებული. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთი სტაბილური ქოინია Tether (USDT), რომელიც გამყარებულია დოლარის რეზერვებით და, შესაბამისად, მისი კურსიც მუდმივად აშშ დოლარის კურს უტოლდება – 1 USDT = $1.

სწორედ ამიტომ, USDT ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ კრიპტოდ ითვლება სხვადასხვა ანგარიშსწორებებისათვის. დამატებით არსებობს სხვა სტაბილური ქოინები: USDC, Dai, TrueUSD და ა. შ.

რა გადაწყვეტა აქვს კრიპტალს?

კრიპტალი ამარტივებს საერთაშორისო ტრანზაქციებს და კრიპტო ადაპტაციას, ხოლო სპეციალურად ბიზნესებისთვის შეიქმნა Wallet Pro, რომელიც რეგულარულ და, არამხოლოდ, ტრანზაქციებს კრიპტოვალუტებში გაცილებით მარტივს, იაფსა და სწრაფს ხდის.

Wallet Pro-ს უნიკალური გადაწყვეტით, ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ, მუდმივად ჰქონდეთ კრიპტო საკუთარ ანგარიშზე და საჭიროებისამებრ ნებისმიერ დროს გადარიცხონ ან განკარგონ თავიანთი ციფრული აქტივები. დამატებით, დააკონვერტირონ კრიპტო ფიატ აქტივებში ან პირიქით, მომენტალურად და დაბალი დანახარჯით, პარალელურად კი გადარიცხვების შემთხვევაში ისარგებლონ მინიმალური, 0.2%-იანი საკომისიოთი.

ასევე გაითვალისწინეთ, Wallet Pro-ს გამოყენებისას არსებობს ავტომატური კონვერტაცია, რომელიც თქვენს აქტივებს დამატებით იცავს რყევებით გამოწვეული რისკებისგან.

საბოლოო ჯამში, Wallet Pro-ს ტექნოლოგია ბიზნესებსა და დასაქმებულებს საერთაშორისო ტრანზაქციებისა და საზღვარგარეთ გაცემული ხელფასებით გამოწვეულ ტექნიკურ პრობლემებს თავიდან არიდებს, ქმნის დაბალ საკომისიოებსა და სისწრაფეს, რაც თანამედროვე სამყაროში ასე მნიშვნელოვანია.

პროდუქტის დეტალური დემონსტრაციისათვის კი, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ კრიპტალს და უფასო კონსულტაციას მიიღებთ.

მთლიანობაში, ეს ყველაფერი ბიზნესებისთვის ქმნის უალტერნატივო გადაწყვეტას, განახორციელონ საერთაშორისო გადარიცხვები და საზღვარგარეთ გასცენ ხელფასები კრიპტოს მეშვეობით, იაფად, სწრაფად და კომფორტულად.

[პარტნიორის კონტენტი]

ლისინ ივენთის და ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერით ბათუმი სანაპირო ფრენბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს

რა კავშირია სიგარეტის მოწევასა და მენტალურ პრობლემებს შორის? — კვლევა