in

„ხემსი“ – ეს არის პრემიუმ ხარისხის პროდუქტი მათთვის, ვისაც სწრაფად და ჯანსაღად კვება სურს

ბოლო დროს, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს ჯანსაღ კვებაზე და ცდილობს, თან გემრიელი, თან საჭირო ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტები მიიღოს. პრინციპში, ამის არჩევანიც არის – მაგალითად, განთქმული აღმოსავლური „დიფი“ (სოუსი) „ჰუმუსი“, საქართველოში იმპორტირებულის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე დამზადებულიც იყიდება. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბრენდ „ხემსზე“ გიამბობთ, რომელიც 2018 წელს შეიქმნა.

თავდაპირველად, დამფუძნებლებს სურდათ, ბაზარი მოესინჯათ და შეემზადებინათ მომხმარებელი ჯანსაღი კვების გარშემო. მაშინ შეიქმნა „ხემსის“ პირველი ლანჩბოქსები, კრემ-სუპების და „დიფების“ ფართო არჩევანი. როგორც ჩანს, მომხმარებელმა ბრენდი მალევე შეიყვარა და „ვოლტის“ ოქროს სიგელიც კი დაიმსახურა. შემდეგ, დამფუძნებლებმა „ხემსის“ გაფართოება გადაწყვიტეს და სტარტაპ სესხით, პატარა საწარმო გააკეთეს, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი კვების ხაზის უკვე მასიურ წარმოებას და სუპერმარკეტებში წარდგენას.

თუმცა, პანდემიამ მათთვისაც ბევრი რამ შეცვალა. „ხემსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ტოგონიძე ამბობს, რომ ბევრი შრომის შემდეგ, ადაპტაცია მაინც მოახერხეს – წარმოებაში ჩაუშვეს 4 პროდუქტი, „დიფები“ – „ჰუმუსი“, „მაჰამარა“, ასევე – მიწისთხილის და გოგრის გულის კარაქი. მათი ყიდვა უკვე შესაძლებელია სუპერმარკეტების ქსელებში „სპარსა“ და „ევროპროდუქტში“. ასევე  მოლაპარაკებები მიმდინარეობს „გუდვილთან“ და „აგროჰაბთან“.

ნინო ტოგონიძე: ასევე, მინდა აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერა და მადლობა გადავუხადო „ევროპროდუქტის“ და „სპარის“ მენეჯმენტს, რომლებიც დიდ გადასახადებზე კი არ არიან ორიენტირებულები, არამედ ხელს უწყობენ ქართული ხარისხიანი პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირებას.

მოდით, პირველ რიგში, „ხემსის“ პროდუქციაზე ვისაუბროთ, დღეს რას სთავაზობთ მომხმარებელს

ჩვენი, ქარხნული წარმოების „ჰუმუსი“ და „მაჰამარა“ არის ძალიან ჯანსაღი, პროტეინებით მდიდარი პროდუქტი. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ მიწისთხილისა და გოგრის გულის კარაქს, აბსოლუტურად ყველანაირი დანამატების გარეშე. ასევე, ვგეგმავთ ფალაფელის ბურთების დამატებას. ეს ფაქტობრივად, ხორცის შემცვლელი პროდუქტია. თუმცა, მხოლოდ ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის არ არის. რეალურად, ძალიან სასარგებლო და გემრიელია. მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. იმ რიტმში კი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ნამდვილად კარგი გამოსავალია „ხემსის“ მზა პროდუქტები, მათ შორის –  „ფალაფელის“ ბურთებიც, რომელიც უგემრიელეს, ჩვენსავე „გრანოლასთან“ ერთად, ოქტომბრიდან დაგვემატება.

მოთხოვნა თუ არის ასეთ ჯანსაღ, მზა საკვებზე

ერთის მხრივ, გვინდა, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, თითქოს, ვეგანური და ვეგეტარიანული საკვები აუცილებლად უგემურია, ან მხოლოდ სალათებით შეიძლება შემოიფარგლოს. ამ დროს, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. თანაც, ყველაფერი ძალიან გემრიელია. მეორეს მხრივ კი, „ხემსი“ არ არის მხოლოდ ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის. ის ყველასთვისაა, ვისაც სურს, ჯანსაღად იკვებოს. ადამიანებისთვის, ვინც ფიტნესით არის დაკავებული და მეტი პროტეინი სჭირდება დიეტაში, მათთვის იდეალურია.

ბოლო 3-4 წელია, ნელ-ნელა იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც გაცნობიერებულად ჯანსაღ კვებას იწყებს, შესაბამისად, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქტზეც.

ამ ეტაპზე, „ხემსის“ მომხმარებლები, ძირითადად, მაინც უცხოელები არიან. ისინი, ვინც იცის მაგალითად, „ჰუმუსის“ დადებითი თვისებების შესახებ. საზღვარგარეთ, ეს ძალიან მიღებული პროდუქტია, გარკვეულწილად, მათი კულტურის ნაწილია.

„ხემსის“ პროდუქციას, ასევე, აქტიურად ყიდულობენ, ისინი, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობდა ან სწავლობდა. თუმცა, ნელ-ნელა, როგორც აღვნიშნე, იზრდება მოთხოვნა, სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, ჯანსაღად იკვებოს და სწორად შეარჩიოს რაციონი.

ამბობთ, რომ გინდათ, მხოლოდ ვეგანებმა და ვეგეტარიანელებმა კი არა, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძინოსხემსი“, ვინც სწორ კვებასა და ჯანსაღ პროდუქტებს დიდ ყურადღებას აქცევს. რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი პროდუქტები, ფასს ვგულისხმობ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თითოეული პროდუქტის შემადგენლობებს დეტალებამდე ვითვალისწინებთ და მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს ვიყენებთ (მაგალითად, ზეითუნის ზეთი, ჰიმალაის მარილი), ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში მივაწოდოთ მომხმარებელს მით უმეტეს ახლა, როცა პანდემიის გამო, ისედაც, რთული სოციალური და ეკონომიკური ფონია.

მაგალითისთვის რომ გითხრათ, „ხემსი“, მსგავსი, იმპორტირებული პროდუქციის ნახევარი ღირს. ჩვენი „ჰუმუსი“ 6.5 ღირს „კარფურში“ კი იმპორტირებული – 13 ლარი. გოგრის გულის კარაქი 350 გრამიანი ქილით, რომელიც ძალიან ჯანსაღია და 100 გრამში, რკინისა და თუთიის დღიური ნორმისოდენი შემცველობაა, 14 ლარი ღირს. ეს პროდუქტი იდეალურია კეტო დიეტების დროს, ასევე – დიაბეტის თუ სხვა, სპეციალური კვების მქონე ადამიანებისთვის.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ

ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას – პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას. გარდა ამისა, გვინდა, სავაჭრო ობიექტებში, „ხემსის“ ჯანსაღი კვების ხაზის სტენდები მოვაწყოთ, ჩვენი კრემ-სუპებით. გვსურს, ყველასთვის, მაქსიმალურად, ხელმისაწვდომი იყოს და რაც შეიძლება, მეტი ჯანსაღი საკვები ან კერძი დახვდეს შესვენებაზე გამოსულ, თუ საღამოს სახლში მიმავალ მომხმარებელს, რომელსაც ვახშმის მოსამზადებლად ნაკლები დრო აქვს. ასეთ შემთხვევებში „ხემსის“ პროდუქცია ნამდვილად იდეალურია.

 

[R]

როგორია ტექნოლოგიების მომავალი? – ამას ხელოვნური ინტელექტი გვეტყვის

Mymarket-ის და თიბისი ბიზნეს კლუბის აქცია ბიზნესებისთვის