3
Jun
2019

3 წლის იუბილესთან დაკავშირებით, KHIDI Boy Harsher-ს უმასპინძლებს

3 Jun 2019

5 ივნისს, კლუბი KHIDI 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ბოლო წლების ანდერგრაუნდ სცენის გამორჩეულ დუოს BOY HARSHER-ის ლაივს. ბნელი ელექტრონიკა, ინდასტრიალი, დრონი და აღმსარებლური ამბის თხრობა – ეს BOY HARSHER-ის სავიზიტო ბარათია.

ჯეი მეთიუსმა და გას მიულერმა ერთმანეთი 2013 წელს კინოსკოლაში გაიცნეს და მალევე დაახლოვდნენ როგორც მუსიკალურად, ისე რომანტიკულად. თავიდან იყო Teen Dreamz, მათი პირველი კოლაბორაცია, რომელიც დაახლოებით ერთ წელში Boy Harsher-ად ტრანსფორმირდა. ბენდის სტრუქტურა საკმაოდ მარტივია, გასი და მისი სინთეზატორები მუსიკალურ ნაწილს ქმნიან, ხოლო ჯეი კომპოზიციისთვის სიტყვებს წერს და ვოკალით ამდიდრებს. დღეისთვის მათ ანგარიშზეა ორი LP და ამდენივე EP. ბოლო ალბომი Careful, Boy Harsher-ის ყველაზე დინამიური ალბომია. Careful წარმოადგენს მცდელობას გაანალიზოს ადამიანის დაკარგვის შედაგად მიღებული ტრავმა წარმოსახვით გაქცევასთან კომბინაციაში.

სწორედ “Careful”-ის ტურის ფარგლებში, 5 ივნისს Boy Harsher თბილისელი მსმენელის წინაშე KHIDI-ს მთავარ ოთახში წარდგებიან.

განხილვა