3
Dec
2018

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში KHIDI გამოფენა “მდგომარეობებს შორის” გაიმართება

3 Dec 2018

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში KHIDI გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით “მდგომარეობათა შორის” (In-between Conditions). გამოფენა ახალი მედია ხელოვნების, ექსპერიმენტული და ციფრული ხელოვნების სინთეზს მოიცავს. ღონისძიება ოცამდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს. პროექტის მთავარი მიზანია, მოცემულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტებში, ახალი ფორმებისა და ცოდნის პროდუქცია გახდეს შესაძლებელი. ამისთვის კი, ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შერწყმა გადაწყვიტეს. გამოფენა 7 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება, შემდეგ კი, ყოველ სამშაბათს, 15:00-დან 20:00 საათამდე იქნება ღია. ასევე, იმუშავებს კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად, პარასკევსა და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებების დამსწრე აუდიტორიისთვის) და წინასწარი შეთანხმებით. გამოფენის პარალელურად, სამი თვის განმავლობაში, გაიმართება ცოცხალი პერფორმანსები, ჩვენებები, ვორკშოპები და პრეზენტაციები.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

გამოფენის კონცეფცია მსოფლიო ცვლილებებს ეხმიანება. სამყაროს, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბების მიუხედავად, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას… რეგულარულად იცვლება ციფრული ეპოქისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი თვითგამოხატვის ფორმები, ტენდენციები და საშუალებები. ეს მიმდინარე პროცესები ხელოვანს ანალიზისა და გადააზრებისკენ უბიძგებს.

რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედია ხელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან? – გამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად.

„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევარს მოიცავს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებებით გამოწვეულ კულტურულ იმპულსებს ასახავს. გამოფენა ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

გამოფენის მონაწილეები:

იასპერ ფუნგი, კოკა ვაშაკიძე, ვასილ მაჭარაძე, გიორგი მაღრაძე, ნიკოლოზ კაპანაძე, ზურა ჯიშკარიანი, სანდრო ასათიანი, მიკა მოწყობილი, ლადო ონიანი, თორნიკე ქარჩხაძე, ვატო წერეთელი, გიო სუმბაძე, ბარბარა გალო, ლადო ლომიტაშვილი, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, თამარ გურგენიძე, მამუკა ჯაფარიძე, ტილდა ჯორჯი, მანუჩარ ოქროცვარიძე, სანდრო სულაბერიძე. InChina Collective: ალექსი სოსელია, ზურა ცოფურაშვილი, გოჩა ჟღენტი და ილია მახარაძე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ახალი მულტიდისციპლინური საგამოფენო სივრცის გახსნას ემთხვევა, კლუბ “ხიდის” მესამე სართულზე. არსებული 600 კვ. მ. ინდუსტრიული სივრცე განსხვავებულ შემოქმედებით პრაქტიკებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. გალერეა ახალი არტისტული იმპულსების სინთეზზე იქნება ორიენტირებული და ჩანაფიქრის მიხედვით, მუდმივი შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების ადგილად იქცევა.

პროექტის კურატორები არიან: ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე.

დიზაინი: ნინუკა ცინცაძე

პროექტის მხარდმჭერები და პარტნიორები:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Goethe-Institut Georgien , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia , CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi, ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების არქივი, Georgia Today, Artarea/Tv2.0, GeoLab • ჯეოლაბი, 9 მთა • 9 Mta

მედია მხარდამჭერი: Marketer.ge

განხილვა