in

ნახეთ: ხილის ნარჩენებისგან შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი

ინოვაცია ბრენდ ID.EIGHT-ს ეკუთვნის

სპორტული ფეხსაცმელები სულ უფრო ტრენდული ხდება, თუმცა დიდი რაოდენობით ნარჩენების გამო გარემოსთვის არც თუ ისე სახარბიელოა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, იტალიური ფეხსაცმლის ბრენდმა ID.EIGHT შექმნა ეკოლოგიურად სუფთა Hana sneakers. იგი კვების მრეწველობის ქვეპროდუქტებისა და ნარჩენებისგან არის დამზადებული — ვაშლის კანი და გული, ყურძნის კანი, თესლები და ანანასი. 

რადგანაც ტექსტილის ინდუსტრია მსოფლიოში მეორე ადგილზეა გარემოს დაბინძურების კუთხით, ბრენდმა გადაწყვიტა, ფეხსაცმელი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით აწარმოოს. 90-იანი წლების დიზაინით შთაგონებული ფეხსაცმელი ID.EIGHT-ის ირონიულ და დინამიკურ სტილს გამოხატავს.

დიზაინერებმა ოთხი მასალა გამოიყენეს, რომელიც მიიღება ვაშლის, ყურძნის, თესლისა და ანანასისგან. საგულისხმოა, რომ თითოეული მასალისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოყვანილი ხილი დაამუშავეს. მაგალითად, Piñatex ფილიპინებში მოყვანილი ანანასისგან მიიღება; AppleSkin – ვაშლის ქერქისა და გულის ბიოპოლიმერიზაციით დამუშავებული მასალა იტალიური ვაშლისგან იწარმოება და ა. შ. 

ანანასი ყოველწლიურად დაახლოებით 40 000 ტონა ფოთოლს აწარმოებს, რაც ნარჩენად ითვლება. საბოლოოდ იგი, ჩვეულებრივ, ლპება ან იწვება. ახლა კი, ამ ინოვაციის მეშვეობით, მათი აღდგენა შესაძლებელია, რათა ბიოდეგრადირებადი მასალა შექმნას. 480 ფოთოლი (16 ანანასი) 1 კვადრატულ მეტრ მასალას იძლევა.

ამასთანავე, ყოველწლიურად ბაზარზე 310 მილიონი ახალი პლასტმასა ჩნდება და მათი მხოლოდ 9% გადამუშავდება… ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, ფეხსაცმლის ზოგიერთი კომპონენტისთვის გადამუშავებული პლასტმასა გამოეყენებინათ, როგორიცაა მაქმანები, ეტიკეტი და თასმა. რაც შეეხება ძირს, მისი 30% გადამუშავებული რეზინისგან შედგება.

“ბოლო წლებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისთვის გამოყენებული აგროსასურსათო ნარჩენების რაოდენობა თვეში 0-დან 30 ტონამდე გაიზარდა. დიდი რესურსი გამოიყენება, მაგალითად, ქაღალდის დასამზადებლად. ჩვენი შეფუთვაც კი ეკოლოგიურად სუფთაა, იგი გადამუშავებული პოლიეთილენისა და მუყაოსგან შედგება” — აღნიშნავს კომპანია. გარდა ამისა, შეფუთვაში “დამალულია” ნიადაგში ჩაფლული თესლი, რომლის ქოთანში ან ქალაქის ნაცრისფერ კუთხეებში დარგვაა შესაძლებელი – “ყვავილის ძალის გასავრცელებლად”. 

ნუ გაჩუმდები, როცა ძალადობას დაინახავ! – Juventus-ისა და We Are Social-ის კამპანია

ანას და ანაგრამას დამეგობრების ამბავი