in

ხინკალი კაი არი! – რა გელით ხინკლის დაბადების დღეზე 10 ოქტომბერს

საქართველოში ყველაფერზე ბევრს ვკამათობთ, ათასი განსხვავებული აზრი და შეხედულება გვაქვს, მაგრამ ერთ რამეზე ყველა უპირობოდ ვთანხმდებით – ხინკალი კაი არი!

საყოველთაო ეროვნული თანხმობითა და ხინკლის სიყვარულით შთაგონებულმა მეგობრებმა 2016 წელს ახალი ტრადიცია ჩავიფიქრეთ – ხინკლის დაბადების დღე. რადგან ხინკალი 10/10 კერძია, 10 ოქტომბერი ამ დღისთვის იდეალურ თარიღად ჩავთვალეთ და პირველივე აღნიშვნისას 1010 ხინკალს გავავლეთ მუსრი. ამ დღის შემდეგ ყოველი 10 ოქტომბერი ახალი შესაძლებლობაა განსაკუთრებულად გამოვხატოთ ხინკლისა და ერთმანეთის სიყვარული.

წელს, ჩვენი საყოველთაო ზეიმის ეპიცენტრი ლეგენდარული „საჭაშნიკეა“ – თბილისის გულიანი ქეიფების ისტორიული მასპინძელი, თანამასპინძელი კი გიორგი ავალიანია.

განსაცვიფრებელ ხინკალთან ერთად, 19:00-დან გელოდებათ:

  • თბილისური სატრფიალო მუსიკა
  • სამეცნიერო ექსკურსი ხინკლის წარსულსა და მომავალში
  • დემოკრატიული ხინკალიზმის მანიფესტის წარდგენა
  • აურაცხელი ლუდი
  • ხინკლის დაბადების დღის აღნიშვნის ოფიციალური „ღიპლომები“
  • ხინკლის დაბადების დღის განუყრელი მეგზურის ჭაჭა „ბოდიშის“ ულევი რეზერვები

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია თან იქონიოთ უდიდესი მადა და ხინკლის სიყვარულით სავსე გული.

ხინკალიკაიარი!

[R]

არქი სიონის ტბაზე „ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

თბილისი მედიკის „ეჯაილ“ ტრანსფორმაცია – ახალი ხედვა ქართულ სამედიცინო სექტორში