22
Oct
2018

ხინკლის დაბადების დღე, წელს, ძველი სტილით აღინიშნება

22 Oct 2018

2 წლის განმავლობაში, ხინკლის დაბადების დღე ათიდან ათ დღეს – 10 ოქტომბერს აღინიშნებოდა, თუმცა წელს, ობიექტური მიზეზების გამო, მისი აღნიშვნა ძველი სტილით, იულიუსის კალენდრის მიხედვით, 23 ოქტომბერს გადაწყდა. ხინკლის დაბადების დღის ტრადიცია 3 წელს ითვლის და მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი – გიორგი ავალიანია.

 

ეჰეჰეი!
ხინკალიკაიარი!
ავყია ორშაბათის დასაბალანსებლად ხვალ საღამოს ხინკლის დაბადების მეჯლისი გველოდება Restaurant Sharaguli / შარაგულიში. ისტორია უნდა გაგრძელდეს, 1010 ხინკალი განადგურდეს და 2018 წლის ფალავანიც უნდა გამოვარჩიოთ. 40 ხინკალია ერთ სულ თანამეინახეზე უპირობო მაქსიმუმი ჯერჯერობით, მაგრამ ამინდს ისეთი პირი უჩანს, გავაუმჯობესებთ.
წელს ამ დიდებულ დღესასწაულს ძველი სტილით აღვნიშნავთ, რადგან 10 ოქტომბერს ხინკლის ტრფიალთა ნაწილი ვერ აღმოვჩნდით მამულში. მომავალი წლისთვის უფრო დალაგებულ პროტოკოლს შევიმუშავებთ და ძველ-ახალ სტილებს ერთ სუფრასთან დავსვამთ.
ეს ფოტო, რომელზეც დიდი ვარდისფერი ხინკალი ახალგაზრდა ამომრჩეველს ესაუბრება, თიზერად ინებეთ და სრულფასოვან ივენთსაც მალე დაგაწევთ.
შევუტიოთ!“, – ასე აანონსებს გიორგი ავალიანი ხინკლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ნადიმს, საკუთარ ფეისბუკ პოსტში

განხილვა