in

მსოფლიოში პირველი ხის სატელიტი კოსმოსში გაუშვეს!

მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მსოფლიოში პირველი ხის სატელიტი, SpaceX-ის რაკეტასთან ერთად, კოსმოსში გაეშვა და ამ ამბის შესახებ იაპონელი დეველოპერები აცხადებენ. 

M2
M2

კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერები ელიან, რომ როცა მოწყობილობა ხელახლა შემოვა ატმოსფეროში, ხის მასალა დაიწვება. ეს კი პოტენციურად გვთავაზობს გზას, თავი ავარიდოთ მეტალის ნაწილაკების წარმოქმნას, როცა უკვე ვალმოხდილი სატელიტი ჩვენთან დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ნაწილაკები, თავის მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს გარემოსა და ტელეკომუნიკაციებზე…

ყუთის ფორმის ექსპერიმენტული სატელიტი LignoSat-ის თითოეული გვერდი 10 სანტიმეტრია და იგი ნასას Kennedy Space Center-იდან უეკიპაჟო რაკეტით გაუშვეს. მანამდე კი სატელიტი სპეციალურ კონტეინერში მოათავსეს, რომელიც Japan Aerospace Exploration Agency-იმ შექმნა, რათა იგი კოსმოსში უსაფრთხოდ გაფრენილიყო. ახლა კი მეცნიერები წარმატებულ გაშვებას ზეიმობენ. 

იგი მალე მიაღწევს ISS-მდე და ერთი თვის შემდეგ გამოვა გარე სივრცეში, რათა გამოცადოს თავისივე ძალა და გამძლეობა, — აცხადებს სუმიტომო ფორესტრი, LignoSat-ის გუნდის წევრი.

რაღა თქმა უნდა, სატელიტი მეცნიერებს მონაცემებს გამოუგზავნის, რის შედეგადაც მათ მისი დისტანციურად კონტროლის საშუალება მიეცემათ, იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გაუძლებს სატელიტი ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს… თავად მკვლევრები  გვეუბნებიან, რომ სატელიტები, რომლებიც მეტალისგან არ კეთდება, შესაძლოა, ფართოდ გავრცელებული გახდეს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, კოსმოსში განვითარებულ მოვლენებს ვადევნოთ თვალი…

სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა

როგორ გავზარდოთ გაყიდვები-კალეისი საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოცდილების შესახებ