in

ხმაური კუს ტბაზე და მფრინავი დრონი! ბაკურიანის ექსპერიმენტი

როგორ შეიძლება ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მარტივი და ხალისიანი გავხადოთ? ამაზე პასუხს ინტერნეტში გამოჩენილ ვიდეოში იხილავთ. მფრინავი დრონი, რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავებით გვესაუბრება კიდეც, ვიდეოს მთავარი გმირია და კუს ტბაზე ასულ ადამიანებს სხვადასხვა ხუმრობებითა თუ შეძახილებით ამხნევებს და მზიან დღეს კიდევ უფრო ენერგიულ და ხალისიან ელფერს მატებს.

ვიდეოს იდეის ავტორები კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონში” ვიპოვეთ. დამკვეთი კი ბაკურიანის წყალია.

“ტექნოლოგიური განვითარების ექპოქაში ძალიან მარტივია იყო ზარმაცი. სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობები სულ უფრო მეტად გვაქცევს ჩვენ ამ პროგრესის პასიურ დამკვირვებლად. სულ უფრო მეტად გვაჯაჭვებს კომფორტულ სკამებს და გვაჩვებს უმოძრაო მდგომარეობას. ამიტომაც ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ისევ და ისევ ეს ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად შობილი მოწყობილობა უნდა გვექცია ცხოვრების წესის ტრანფორმატორად. “ – ყვება ჩვენთან ინტერვიუში ნათია გოგია, ლივინგსტონის აღმასრულებელი პროდუსერი.

“რაც ფრინავს, ყველაფერი როდი იჭმევ” – ამბობს ვიდეოს კრეატიული დირექტორი, გიორგი ავალიანი.

“დრონის ვიდეო ჩვენი ციფრული სერიის გაგრძელებაა, რომელმაც შემოდგომაზე თბილისის ერთ-ერთ მეტროში დიდი ხმაური გამოიწვია. გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა აირჩიოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ივარჯიშოს, იზრუნოს საკუთარ თავზე და გარეგნობაზე. სწორედ ამიტომ „ბაკურიანი“ კუსტბაზე, ყოველ შაბათ-კვირას დილის 11 საათზე ატარებს უფასო ვარჯიშებს ყველა მსურველისთვის. ასე რომ შემოგვიერთდით და აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი „ბაკურიანთან“ ერთად!” – მოგვიწოდებს ნინი ჩიქოვანი, ბაკურიანის ბრენდ მენეჯერი.

თვალის ჩოგბურთი, ქაღალდბურთი და მუსიკალური სკამი! – ქართული ჩიფსის FRIXX-ის კამპანია გრძელდება

ლუდის მწარმოებლები მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ