13
მარ
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ალექსანდრე ხმიადაშვილი

13 მარ 2018

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

ალექსანდრე ხმიადაშვილი, AdvertWise, გრაფიკული დიზაინერი: “პირველი გამოცდილება ფრილანსერობით დავაგროვე. პარალურად, ვმუშაობდი პატარა კომპანიაში. ერთ-ერთი პირველი შეკვეთა, რომელზე მუშაობამაც სიამოვნება მომანიჭა, იყო სასტუმროს ლოგო. დამკვეთი ჩემივე თანამშრომელი იყო, რომელსაც ბათუმში საოჯახო სასტუმრო ჰქონდა და მისი ბრენდინგი სჭირდებოდა. ბრიფი ჩამოყალიბებული სახით არ არსებობდა. ამიტომ თავად მქონდა თემის არჩევის საშუალება. გადავწყვიტე, რომ მარტივად, მთავარი თემა ზღვა უნდა ყოფილიყო, ფერები და ზღვასთან დაკავშირებული ემოციები, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ გასაქანს  იძლეოდა.

ჩემი პროფესის არჩევა სწორედ  თემების მრავალფეროვნებამ და ინტერესმა  გადამაწყვეტინა. მომეწონა ასევე ის  ფაქტი, რომ ჩემი ნამუშევრით დამკვეთზე დადებითად ვიმოქმედე. მიმაჩნია, რომ ჩვენს სფეროში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. Full Time პოზიციების გარდა  ფრილანსერად დღემდე ვმუშაობ, რაც ძალიან მეხმარება განვითარებაში.
პირველი შეკვეთიდან დაახლოებით 3 წელი გავიდა და ვთვლი, რომ ყოველი წელი ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის. ვცადე როგორც დიდ კომპანიაში მუშაობა ასევე ციფრულ სააგენტოში. ამ უკანასკნელმა კი მომცა საშუალება მემუშავა სხვადასხვა  პროექტებზე, ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს არის ტრენინგ ცენტრის Digital Academy -ს ბრენდინგი.


ამ ეტაპზე კი, კიდევ ერთი ახალი გამოწვევა მივიღე , რაც იმედი მაქვს ჩემი გამოცდილების და ხედვის ახალი კუთხით წარმოჩენაში დამეხმარება.”

განხილვა