in

ხორბლის დაავადებები, მავნებლები და სარეველები – როგორ ვებრძოლოთ მათ

საქართველო ხორბლის ერთ-ერთი უძველესი კერაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას მისი მოყვანისა და წარმოების უდიდესი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ მისი დაცვა და მოვლა განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ქართველი ფერმერებისთვის. სამწუხაროდ, თანამედროვე აგრომეურნეობაში ხორბალს საფრთხეს მრავალი დაავადება, მავნებელი და სარეველა უქმნის. მათი გავლენით მნიშვნელოვნად უარესდება მარცვლის ხარისხი და მცირდება მოსავალი. თუმცა ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია დროული და სწორად დაგეგმილი აგროღონისძიებებით.

სტატიაში განვიხილავთ ხორბლის ძირითად დაავადებებს, მავნებლებსა და სარეველებს. ამასთან, გაგაცნობთ მათთან ბრძოლის გზებს, რაც ჯანსაღი და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

ხორბლის ძირითადი სოკოვანი დაავადებები 

ხორბლის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული და სახიფათო დაავადებაა გუდაფშუტა. მის ორ სახეს გამოყოფენ, ესენია, მყრალი და მტვრიანა გუდაფშუტა.

მყრალი გუდაფშუტა მარცვლეულის რძის სიმწიფის პერიოდში ვლინდება და თავთავს მომწვანო-მოლურჯო შეფერილობას აძლევს. დაზიანებულ მარცვლებზე შესაძლოა შეამჩნიოთ შავი, ცხიმოვანი მასაც. მტვრიანა გუდაფშუტა დათავთავების პერიოდში ვრცელდება. მას ახასიათებს თავთავის შემადგენელი ნაწილების შავ მტვრისებრ მასად ქცევა.

ხორბლის გავრცელებული დაავადებებია მურა ჟანგა და ყვითელი ჟანგაც. მურა ჟანგას განვითარება მცენარის ადრეული ვეგეტაციის პერიოდიდან იწყება და მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. პათოგენს ფოთლის ზედაპირზე უწესრიგოდ განლაგებული ბუშტუკებით ამოიცნობთ, რომლებიც ვეგეტაციის ბოლოს შავდება. მურა ჟანგას პარალელურად ხშირად თავს იჩენს ყვითელი ჟანგაც, რომელიც მცენარის ფოთლებზე ყვითელ მეჭეჭებს წარმოქმნის. მძიმე ინფექციის შემთხვევაში კი მცენარე მთლიანად ხმება.

ფესვის სიდამპლეები და სეპტორიოზი 

ფესვის ფუზარიოზული სიდამპლე კომპლექსურ პათოლოგიაა, რომელიც ხორბლის, ჭვავისა და ქერის ფესვთა სისტემას აზიანებს. პათოგენის განვითარება მცენარეზე მუქი ფერის უბნების ფორმირებით იწყება, რომლებიც თანდათანობით მურა შეფერილობას იღებს.

სეპტორიოზი კი ფოთლებსა და თავთავს აზიანებს. ინფექციის პირველადი სიმპტომები მომწვანო-მოყვითალო ოვალური ლაქებით ვლინდება, რომლებიც ხშირად რუხი არშიითაა შემოსაზღვრული. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ლაქები ფართოვდება და მათზე შავი წერტილოვანი პიკნიდიუმები (სოკოს გამრავლების ორგანოები) ვითარდება. შედეგად, დაავადებული ფოთლები ხმება, ღეროების ზედაპირი კი ნაოჭდება.

ხორბლის მავნებლები და სარეველები 

ჰესენის ბუზი, ქერის (ხორბლის რუსული) ბუგრი და მავნე კუსებურა საქართველოში განსაკუთრებით არის გავრცელებული. ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მცენარეს და ამცირებენ, როგორც მოსავლის ხარისხს, ისე ოდენობას.

ცალკე უნდა გამოვყოთ პურის ბზუალაც, რომელიც აზიანებს ხორბლის როგორც ფოთლებს, ისე თავთავს. გაზაფხულის ნათესებს კი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ჭია წურბელა.

დიდი ყურადღება გვმართებს მემინდვრიას, ტყის თაგვის, რუხი ვირთაგვასა და სხვა მღრღნელების მიმართ. მათთან გამკლავება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს და საჭიროებს საკონტროლო ღონისძიებების დროულად გატარებას.

მავნებლებისა და დაავადებების გარდა, ხორბლის მოსავლის ხარისხსა და ოდენობაზე დიდ გავლენას ახდენენ ისეთი სარეველები, როგორებიცაა მწვანე ძურწა, მხოხავი ჭანგა, ხოვერა და წიწმატურა.

აგროქიმიური ღონისძიებები და შესაბამისი პრეპარატები 

იმისთვის, რომ ხორბლის დაავადებებს, მავნებლებსა და სარეველებს ეფექტურად გავუმკლავდეთ, აუცილებელია აგროპროცესების სწორად დაგეგმვა.

პირველ ეტაპზე ნიადაგის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარებას გირჩევთ, რაც მოიცავს pH დონის, მაკრო და მიკროელემენტების შემცველობის, ორგანული ნივთიერებების რაოდენობისა და ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის შესწავლას. ეს მონაცემები აუცილებელია როგორც სასუქების, ისე მცენარეთა დაცვის საშუალებების შერჩევისა და სწორი დოზირებისთვის.

ამასთანავე, გირჩევთ დასათესად დამუშავებული თესლი გამოიყენოთ, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს ჯანსაღი ნათესების საფუძველს. ერთ-ერთი პროდუქტი, რომლითაც სპეციალისტები ხორბლის თესლის დამუშავებას გვირჩევენ, რაქსილ ულტრაა. ეს არის პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსურ დაცვას გუდაფშუტების, ფესვის სიდამპლეების, ჰელმინთოსპორიოზისა და სხვა პათოგენების წინააღმდეგ. თესლის დამუშავება ასევე შესაძლებელია კომბინირებული სქემით ანუ ფუნგიციდებთან ერთად ისეთი ინსექტიციდური პროტრავიტელების გამოყენებით, როგორიცაა „ნუპრიდი“.

ადრეული ვეგეტაციის დროს მნიშვნელოვანია პრევენციული კონტროლიც. ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ, ფალკონია. ის წარმოადგენს სამკომპონენტიან ფუნგიციდს, რომელიც გამორიცხავს პათოგენების რეზისტენტობის განვითარებას. მისი უნიკალური ფორმულაცია უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ შეღწევას მცენარეში და ხანგრძლივ დაცვას. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მურა, ყვითელი ჟანგას, ღეროს ჟანგას, სეპტორიოზის და ნაცრის წინააღმდეგ.

სარეველების მართვისთვის ხშირად გამოიყენება გროდილ მაქსი, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ, ზეთოვან-დისპერსიული ფორმულაციის ჰერბიციდს. პრეპარატის უნიკალური თვისებები უზრუნველყოფს ხსნარის უკეთეს მიწებებას სარეველების ფოთლებზე, თანაბარ გადანაწილებას და ხანგრძლივ მოქმედებას. ის მაღალეფექტურია ექსტრემალურ მეტეოპირობებშიც.

სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ პუმა სუპერსაც, რომელიც სელექციური ჰერბიციდია და შემუშავებულია სპეციალურად მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

მწერების კონტროლში დაგეხმარებათ პროტეუსი – სისტემურ-კონტაქტური მოქმედების კომბინირებული ინსექტიციდი. პრეპარატი  ხასიათდება „ნოკდაუნ ეფექტით“ და ფართო სპექტრის მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება. განსაკუთრებით ეფექტურია თრიფსების, ბუგრების და პურის ბზუალას წინააღმდეგ. მღრღნელების გასაკონტროლებლად კი სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ როდენტიციდს.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა ხარისხიანი მედიკამენტები შეარჩიოთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ რაციონალურად და სწორი კომბინაციით გამოყენებას. ასევე, აუცილებელია, თესლბრუნვის სწორი დაგეგმვა და სხვა აგროღონისძიებების შესაბამის ვადებში შესრულება. სწორედ ამგვარი სისტემური მიდგომით შეძლებთ ხორბლის დამაზიანებელი ფაქტორების პრევენციასა და საუკეთესო მოსავლის მიღებას.

ხორბლის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ინოვაციურ პრეპარატებს „აგროსფეროში“ შეიძენთ. მათ შერჩევაში კი კომპანიის კვალიფიციური აგროკონსულტანტები დაგეხმარებიან. ასევე, გაგაცნობენ მათი მოხმარების დეტალურ ინსტრუქციას და გაგიწევენ სრულფასოვან კონსულტაციას ხორბლის მოვლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

[პარტნიორის კონტენტი]

სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია

30 წლის შემდეგ Amazon-მა დიზაინი განაახლა