16
Dec
2014

ხუთი ქვეყნის განსხვავებული საახალწლო ჩვევები და ტრადიციები !

16 Dec 2014

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს დაკვეთით ჩატარდა კვლევა ხუთ ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), რომლის საშუალებითაც გამოიკვლია ამ ქვეყნებში მცხოვრებლების წეს-ჩვეულებები დღესასწაულების დროს. 

kvleva borjomiლიტველები თურმე უფრო ახლოს დგანან ქართველებთან ვიდრე ლატვიელებთან და ესტონელებთან, როცა საკითხი ეხება სადღესასწაულო სუფრას. ახალი წელი ის დღესასწაულია, რომლისთვისაც ყველა საგანგებოდ ემზადება. თუმცა ქართველები და ლიტველები თურმე ყველაზე დიდ აქცენტს კერძების სიუხვეზე და მაგიდის გაწყობაზე აკეთებენ, მაგრამ სხვაობა ცხადია აქაც არის. თუკი ქართველების ახალი წლის სუფრა გადატვირთულია ნაირ-ნაირი კერძებით, დაწყებული ხორციანი და ნიგვზიანით, გაგრძელებული ბოსტნეულით და დამთავრებული ტკბილეულით და ხილით, ლიტველები აქცენტს მხოლოდ ბოსტნეულზე და ხილზე აკეთებენ, ლატვიელები ხილზე და ნამცხვრებზე, ესტონელები – ნამცხვრებზე და შემწვარ ხორცზე. ხორციანი კერძები, საქართველოს მსგავსად უკრაინაშიც ძალიან პოპულარულია. კ

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ძირითადად ტკბილეულობის მოყვარულები ცხოვრობენ, უკრაინელები და ქართველები კი ხორცს ანიჭებენ უპირატესობას.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხილი ყველაზე პოპულარული პროდუქტია ლიტველების სადღესასწაულო სუფრებზე. როცა საქმე სუფრის გაწყობას ეხება, მოსახლეობის ორი მესამედი (64%), აქცენტს ყოველთვის ხილზე აკეთებს. ესტონებს ხილი კიდევ უფრო მეტად ყვარებიათ (68%), ლატვიის მოსახლეობის ნახევარზე მეტსაც (58%) ვერ წარმოუდგენია სადღესასწაულო დღეები ხილის გარეშე. რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, აქ ხილი ნაკლებად პოპულარულია. უკრაინელების მხოლოდ 47 პროცენტი და ქართველების მხოლოდ 28 პროცენტი მიირთმევს ხილს დღესასწაულების დროს.

ლიტველები ბოსტნეულის მოყვარულებიც არიან. 59 პროცენტისთვის წარმოუდგენელია სადღესასწაულო სუფრა ბოსტნეულის გარეშე. უკრაინელებისთვისაც (50%) ბოსტნეული სადღესასწაულო სუფრის ძირითადი ინგრედიენტია. ლატვიელების 44 პროცენტი და ესტონელების 42 პროცენტი მიირთმევს ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებს. რაც შეეხება ქართველებს, მათ ბოსტნეული ხილზე ნაკლებად უყვართ, მხოლოდ 26 პროცენტი იყენებს ამ პროდუქტს სადღესასწაულო სუფრაზე.

ხორციანი, ცხარე და მსუყე კერძები, რომელთან ერთადაც „ბორჯომი“ აუცილებლად უნდა მიირთვათ, უყვარს აბსოლუტურად ყველა ერს, მაგრამ ცხადია პრიორიტეტები განსხვავდება. უკრაინელებს ყველაზე მეტად შემწვარი ხორცი და ასევე, განსაკუთრებულად უყვართ ფრინველის ხორცი. მათ 83 პროცენტს საერთოდ არ წარმოუდგენიათ სადღესასწაულო სუფრა ხორცის გარეშე. ქართველებსაც განსაკუთრებულად უყვართ ხორცი და ხორციანი კერძები. მათი 80 პროცენტი ყველა დღესასწაულის დროს სუფრაზე პრიორიტეტს ხორციან კერძებს ანიჭებს. ესტონელების 71 პროცენტის სუფრებსაც ხორცი ამშვენებს, ლიტველების 54 პროცენტიც და ლატვიელების 46 პროცენტიც ხორციან კერძებზე აკეთებენ აქცენტს. ამასთანავე, ბალტიისპირელებს ძალიან უყვართ შებოლილი პროდუქტიც, როგორიცაა სოსისები, ძეხვეული. ლიტველების და ლატვიელების 50 პროცენტი ამბობს, რომ სადღესასწაულო სუფრებზე აუცილებლად აქვთ ასეთი პროდუქტი. საქართველოში, კი მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტი იყენებს ამ პროდუქტს დღესასწაულების დროს.

kvleva borjomi 4ესტონელები ცნობილები არიან იმით, რომ უყვართ ტკბილეული. სამი მეოთხედი (76%) ესტონელი მიირთმევს ნამცხვარს დღესასწაულის დროს. ბალტიისპირეთის დანარჩენი ქვეყნები ლატვია და ლიტვა ნაკლებად მოიხმარს ტკბილეულს. 59 პროცენტი ლატვიელების და 52 პროცენტი ლიტველების სუფრაზე ყოველთვის ნახავთ ნუგბარს. აღმოჩნდა, რომ უკრაინელები და ქართველები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ტკბილეულს. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი და უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 34 პროცენტი მიირთმევს ტკბილეულობას დღესასწაულების დროს.

ლიტველებს უყვართ შოკოლადი, ქართველები ირჩევენ მაიონეზიან სალათებს, უკრაინელები კი ზღვის პროდუქტებს

გამოიკვეთა, რომ ქართველები (72%) და უკრანელები (63%) ძალიან დიდ პატივს სცემენ მაიონეზიან სალათებს. ეს კერძი ამ ქვეყნებში სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. ამავდროულად, მაიონეზის დრესინგი ნაკლებად პოპულარულია ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ათიდან 4 ლიტველი (39%) მიირთმევს მაიონეზიან სალათს დღესასწაულის დროს, ესტონეთში მოსახლეობის 46%, ლატვიაში კი მოსახლეობის 40% ირჩევს ამ ტიპის დრესინგს.

 როგორ უყვართ ყველი ამ ქვეყნებში? აქ უნდა ითქვას, რომ ქართველები უდიდეს პატივს სცემენ ნაციონალურ კერძს – ხაჭაპურს. მოსახლეობის 64 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხაჭაური სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ატრიბუტია. ყველი განსაკუთრებულად პოპულარულია უკრაინაში. მოსახლეობის 51% მიირთმევს ყველს დიდი სიამოვნებით. დანარჩენ ქვეყნებში ყველის პოპულარობა არ აღემატება 40 პროცენტს. სხვათაშორის ლიტველების მხოლოდ 24 პროცენტი მიირთმევს ყველს დღესასწაულის დროს.

სამაგიეროდ, ლიტველები შოკოლადის ფანები არიან. მოსახლეობის 23 პროცენტს ვერც კი წარმოუდგენია სადღესასწაულო სუფრა შოკოლადის და ტკბილეულობის გარეშე. .უკრაინელების და ესტონელების მხოლოდ 18 პროცენტი სცემს ამ პროდუქტს პატივს, ლატვიელების 14 პროცენტ და ქართველების 11 პროცენტი.

უკრაინელები გამოირჩევიან ზღვის პროდუქტების სიყვარულით. მოსახლეობის 24 პროცენტი აღმერთებს ამ პროდუქტს. გასაკვირია და ლიტვაში მხოლოდ 11 პროცენტი იყენებს მას საღრესასწაულო კერძების მომზადებისას. ქართველებს და ესტონელებს უყვართ ქურაში გამომცხვარი ან ტაფაზე შემწვარი თევზი. ამ ქვეყნების მოსახლეობის 29 პროცენტი იყენებს თევზს სადღესასწაულო სუფრების დროს.

kvleva borjomi1 შობა ოჯახის წევრებთან ერთად, ახალი წელი კი მეგობრებთან ერთად

კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ყველა გამოკითხულ ქვეყანაში ოჯახების უმეტესობა შობასა და ახალ წელს აღნიშნავენ სხვადასხვა, გემრიელი, მსუყე კერძით დატვირთული სუფრით, სადაც „ბორჯომი“ აუცილებელი ატრიბუტია. მაგრამ ტრადიციები ყველა ქვეყანაში განსხვავდება. ქართველები და უკრაინელები შობასა და ახალ წელს აღნიშნავენ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობა კი ამ ორ დღესასწაულს სხვადასხვა გარემოში ხვდება, შობას – სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ახალ წელს კი მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ.

ლიტველები, როგორც თავში აღვნიშნეთ უფრო ახლოს დგანან თავიანთი ჩვევებით ქართველებთან, ვიდრე ლატვიელებთან ან ესტონელებთან. მათ უყვართ ბევრი და ხარისხიანი კერძის მირთმევა დღესასწაულების დროს. 10-დან 9 ლიტველი (90%) და 95 პროცენტი ქართველი ამბობს, რომ საახალწლოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუფრას, გემრიელ კერძებს და რაც მთავარია, მათ სიუხვეს.

 შობა ისეთი დღესასწაულია, რომელსაც გამოკითხულთა უმრავლესობა ოჯახში ხვდება, თუმცა მათ რიცხვშიც არიან ისეთები (ლიტველები 19%), რომლებიც ამ დღესასწაულზე სტუმრად წასვლას ამჯობინებს. ეროვნებები, რომლებსაც უყვართ დღესასწაულების მეგობრების სახლებში აღნიშვნა: ლატვიელები 23 პროცენტი, უკრაინელების 18 პროცენტი, ესტონელების 10 პროცენტი და ქართველების 2 პროცენტი.

ლიტვა ერთ – ერთი ის ქვეყანაა, სადაც შობის აღნიშვნას სახლში ამჯობინებენ (89%). ლატვიაში 86 პროცენტი აღნიშნავს სახლში ამ დღეს, საქართველოში 82 პროცენტი, უკრაინაში 74 პროცენტი, ესტონელები კი 59 პროცენტი. ამ უკანასკნელში მოსახლეობის 27 პროცენტს ურჩევნია ეს დღესასწაული თავის პარტნიორთან ერთად აღნიშნოს. ლიტვაში კი მხოლოდ 3 პროცენტი აკეთებს ამას.

ლიტველების 43 პროცენტი როგორც წესი ახალ წესლს მეგობრების სახლებში აღნიშნავენ. ლატვიელები დაწინაურებულები არიან ამ კატეგორიაში (55%), ესტონელების ერთი მესამედიც (32%) ასე იქცევა, მაგრამ უკრაინელების მხოლოდ 9 პროცენტი გადის სახლიდან ამ დრეს სხვის ოჯახში და ქართველების მხოლოდ 5 პროცენტი.

 ამ კვლევის დროს გამოიკითხა 2400 ადამიანი საქართველოში, უკრაინაში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. უფრო ზუსტი მონაცემები ასე გამოიყურება: ლიტვა – 400 ადამიანი, ლატვია – 300, ესტონეთი – 300, საქართველო – 600 და უკრაინა 800. გამოკითხვაში მონაწილეობას ირებდნენ 20 წელზე ზევით ადამიანები.

განხილვა