in

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მთავარი თემა: პროდუქტი თუ მომხმარებლის ხმა

28 ნოემბერს 20:00 საათზე, „ხუთშაბათის შეხვედრები“ განახლდება. სტუმრები თავს Honore-ში, (თბილისი, კონსტიტუციის ქ. 4) მოიყრიან თავს. საღამოს მთავარი თემა იქნება პრიორიტეტების დილემა: პროდუქტი თუ მომხმარებლის ხმა. „ხუთშაბათის შეხვედრები“ გახლავთ თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია და პროფესიონალებთან ერთად, სფეროსთვის აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავს. ღონისძიების მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების, სპეციფიკაციებისა და ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე, ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიების წარმოჩენა.

ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: სალომე გველესიანი (რექსლესი), მათე აბესაძე (ჟუჟუნა) და ლექსო შენგელია (ვენდის საქართველო).

შეხვედრის ფარგლებში, დისკუსია მომხმარებელზე ორიენტირებულ და პროდუქტზე ორიენტირებულ მიდგომებს მოიცავს. რეალური მაგალითებისა და გამოცდილებების საფუძველზე, სპიკერები ისაუბრებენ, როგორ შეუძლიათ ბიზნესებს მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებასა და ინოვაციური პროდუქტის შექმნას შორის ბალანსის პოვნა.

დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://link.tbc.ge/Registration-form

თეგეტას მხარდაჭერით მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

50%-ამდე ფასდაკლება მარაგში არსებულ სრულ ასორტიმენტზე – შავი პარასკევი „მოზაიკსში”