in

“ხუთშაბათის შეხვედრების” მეექვსე დისკუსია კრიზისების მართვას მიეძღვნება

„თიბისი ბიზნესისთვის“ სერია, „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება და დაინტერესებულ პირებს რიგით მეექვსე ღონისძიებაზე ახალი თემით უბრუნდება. ამჯერად  კრიზის მენეჯმენტზე ვისაუბრებთ – კონკრეტულად კი კრიზისების მართვის რა გამოცდილება დაგროვდა ქართულ კორპორატიულ სივრცეში, რა სტრატეგიებს ირჩევენ კომპანიები მათ გადასაჭრელად, როგორი  განსხვავდება მისი მენეჯმენტი ინდუსტრიებს შორის. დისკუსიის სტუმრები იქნებიან ნინო ეგაძე (Design Institute),  კახა მაღრაძე (ჯეპრა), თინათინ სტამბოლიშვილი  (ჯიპა).

ღონისძიება დახურული ფორმატით 11 ივლისს ჩატარდება და მასზე დასწრებას “თიბისი ბიზნესის” მომხმარებლები შეძლებენ.

„ხუთშაბათის შეხვედრების“  მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაცია და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე. შეხვედრები თვეში ერთხელ, Marketer.Ge-სთან და VISA-სთან კოლაბორაციით ჩატარდება.

დასასწრებად დარეგისტრირდით: https://forms.gle/FMiTFH3rnuxuXre39

განსხვავებული კონცეფციის რესტორანი „წისქვილი ტერასა“ სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს

ღვინო, რომელიც ქალაქის სახელს ატარებს — ძველი თბილისის დიზაინის ტრანსფორმაცია