„თიბისი ბიზნესისთვის“ სერია, „ხუთშაბათის შეხვედრები“ საშემოდგომო სეზონით ბრუნდება. საუბრის მთავარი თემა ინფლუენსერების და ბრენდების ურთიერთობა იქნება. განვიხილავთ იმ სერვისებს რომელსაც ინფლუენსრები ბრენდებს სთავაზობენ, გამოწვევებს რაც ხშირად ხელს უშლის ეფექტურ თანამშრომლობას. შეხვედრის სტუმრები იქნებიან თათო ქარჩავა, იოანე რომანაძე და ანუკა გვენცაძე (Meraki-ს დამფუძნებელი).
ღონისძიება დახურული ფორმატით 19 სექტემბერს ჩატარდება და მასზე დასწრებას “თიბისი ბიზნესის” მომხმარებლები შეძლებენ.
დარეგისტრირდით და გაიგეთ, თუ როგორ ახდენენ ინფლუენსერები გავლენას ბრენდის ხილვადობაზე, ნდობასა და მომხმარებლის ქცევაზე, ასევე მიიღოთ რჩევები თუ რა უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი ბრენდის განვითარების გზაზე.
„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაცია და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე. შეხვედრები თვეში ერთხელ, Marketer.Ge-სთან და VISA-სთან კოლაბორაციით ჩატარდება.
დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე.