in

“ხუთშაბათის შეხვედრების” პირველი დისკუსია ქართულ სარეკლამო სააგენტოებს დაეთმობა

„თიბისი ბიზნესისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეხვედრების ახალ ციკლს „ხუთშაბათის შეხვედრებს“ იწყებს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ყოველ შეკრებაზე კონკრეტულ ინდუსტრიაში, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ერთ სივრცეში იმსჯელებენ მათ მიდგომებზე ბიზნესის მართვის სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს იქნება მარკეტინგი, მართვის სტილი, თანამშრომლებთან ურთიერთობა და სხვა.

სერიის პირველი შეხვედრა, 5 ოქტომბერს გაიმართება და მასზე ქართული სარეკლამო სააგენტოები იქნებიან წარმოდგენილი. ეკა ყიფიანი (JWT Metro), კოკა კამუშაძე (Playmakers), ლევან ლეფსვერიძე (Leavingstone) და გიორგი ავალიანი (Holy Motors) იმსჯელებენ მათი კომპანიების ხედვაზე, მართვის სტილზე, კლიენტებთან ურთიერთობაზე და რაც მთავარია წარმოაჩენენ იმ განსხვავებებს, რაც ორგანიზაციებს გამორჩეულს ხდის.

“ხუთშაბათის შეხვედრები” VISA-სთან და Marketer.Ge-სთან პარტნიორობით იმართება და ყოველთვიურად განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

JWST-მ ასობით „მარტოხელა პლანეტა“ აღმოაჩინა

ნუცა რამიშვილი წინანდლის მამულის ახალი გენერალური მენეჯერია