in

“ხუთშაბათის შეხვედრების” მეხუთე დისკუსია თაობა Z-ის მოთხოვნებსა და საჭიროებებს მიეძღვნება

„თიბისი ბიზნესისთვის“ სერია, „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება და დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე ახალი თემით უბრუნდება. ამჯერად საინტერესო სტუმრებთან ერთად Gen Z-ზე, მათ სურვილებზე სამუშაო ეთიკაზე და მოლოდინებზე ვისაუბრებთ. დისკუსიის სტუმრები იქნებიან მედეა ტაბატაძე (ინსორსი), ბესო კაჭარავა (პოსტრედი) და გვანცა მურღვლიანი (თიბისი).

ღონისძიება დახურული ფორმატით 28 მარტს ჩატარდება და მასზე დასწრებას “თიბისი ბიზნესის” მომხმარებლები შეძლებენ.

„ხუთშაბათის შეხვედრების“  მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაცია და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე. შეხვედრები თვეში ერთხელ, Marketer.Ge-სთან და VISA-სთან კოლაბორაციით ჩატარდება.

 

„აყევი ვარსკვლავებს” – როგორ შეიქმნა Starring Georgia-ს 2024-ის პრომოვიდეო

როგორ დააკავშირა Felco 2-მა თაობები? – რევოლუციური ხელსაწყო 75 წლისაა