„თიბისი ბიზნესისთვის“ სერია, „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება და დაინტერესებულ პირებს რიგით მესამე ღონისძიებაზე ახალი თემით უბრუნდება. ამჯერად საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ელ-კომერციის მდგომარეობაზე ვისაუბრებთ – არჩილ ფარიაშვილთან (Veli.Store.), ნათია გავარდაშვილთან (VISA) და თუთიკო მუჯირთან (Zoommer) ერთად განვიხილავთ თუ როგორ გავყიდოთ მეტი? რა დგას საქართველოში ფასდაკლების აქციების უკან, ყველაზე მეტად რა სახის შეთავაზებებით ინტერესდებიან მოხმარებლები, რამდენადაა ჯანმრთელი კონკურენცია ამ სფეროში და დამატებით რისი შეთავაზება შეუძლიათ სამომავლოდ კომპანიებს
ღონისძიება დახურული ფორმატით 25 იანვარს ჩატარდება და მასზე დასწრებას “თიბისი ბიზნესის” მომხმარებლები შეძლებენ.
„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაცია და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე. შეხვედრები თვეში ერთხელ, Marketer.Ge-სთან და VISA-სთან კოლაბორაციით ჩატარდება.