in

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მეოთხე დისკუსია ქუთაისში გაიმართება

„თიბისი ბიზნესისთვის“ სერია, „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება და დაინტერესებულ პირებს რიგით მეოთხე ღონისძიებაზე, ამჯერად ქუთაისში ეპატიჟება. საინტერესო სტუმრებთან ერთად იმერეთის რეგიონზე და მის ტურისტულ პოტენციალზე ვისაუბრებთ –  ლაშა ბერეკაშვილთან (Travel to Georgia), ნინო თვალთვაძესთან(KIU), თამარ გულედანთან (Coredeal Hospitality) და მარი დევიძესთან (DMO იმერეთი) ერთად განვიხილავთ იმერეთის რეგიონის მნიშვნელობას ქართულ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში, ადგილობრივი ბიზნესების პრობლემებს და გამოწვევებს, იმას თუ როგორ შეუძლიათ მათ ერთმანეთის გაძლიერება ცოდნითა და გამოცდილებით. ღონისძიება დახურული ფორმატით 22 თებერვალს ჩატარდება და მასზე დასწრებას “თიბისი ბიზნესის” მომხმარებლები შეძლებენ.

„ხუთშაბათის შეხვედრების“  მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაცია და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე. შეხვედრები თვეში ერთხელ, Marketer.Ge-სთან და VISA-სთან კოლაბორაციით ჩატარდება.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა მოცემულ ბმულზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია და დაელოდონ დასტურს.

ბოლო დროის 5 საუკეთესო AI რეკლამა

ჯენიფერ ენისტონს რეიჩელ გრინი დაავიწყდა — Uber Eats-ის რეკლამა