„თიბისი ბიზნესისთვის“ სერია, „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება და დაინტერესებულ პირებს რიგით მეორე ღონისძიებაზე ახალი თემით უბრუნდება. ამჯერად საინტერესო სტუმრებთან ერთად თანამედროვე ქართული გასტრონომიის თავისებურებებზე გაკეთდება – ანდრია ქურასბედიანთან (“ბარბარესთან), ირაკლი ასათიანთან (“სილქ ჰოსფითალითი”) და თამთა კიკალეიშვილთან (“Tamtaki”) ერთად ვისაუბრებთ ლოკალური F&B სექტორის ამჟამინდელ გამოწვევებზე, გავიგებთ რას სთავაზობენ ცნობილი ბრენდები და რაზეა მოთხოვნა მომხმარებელში, რა განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ რესტორატორებს და შეფებს, რომლებიც ქართული სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ღონისძიება დახურული ფორმატით 7 დეკემბერს ჩატარდება და მასზე დასწრებას “თიბისი ბიზნესის” მომხმარებლები შეძლებენ.
„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაცია და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე. შეხვედრები თვეში ერთხელ, Marketer.Ge-სთან და VISA-სთან კოლაბორაციით ჩატარდება.